საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლანარული სხდომა ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა. რეგისტრაცია 108 დეპუტატმა გაიარა. სხდომა 13:00 საათზე იყო დანიშნული.

ამ წუთებში სხდომაზე დეპუტატებუ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რასაც ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი საათი დაეთმობა. 

დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო და პარლამენტისთვის მის მიერ შეთავაზებული პროექტია. უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

კომენტარები