ჰადიჯა ისმაილოვა

ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ჰადიჯა ისმაილოვას საქმის გადახედვას მოითხოვს

contact.az

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აზერბაიჯანს მოუწოდეს, გადახედოს ჟურნალისტ ჰადიჯა ისმაილოვას საქმეს, რომელსაც შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჟურნალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო  ცილისწამებაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. თავად ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებაში კორუფციის ფაქტებს იძიებდა და უფლებადამცველები, ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

კომენტარები