სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მა რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან ძალაში შევა, შეეხება კომპანია როსნეფტის შვილობილ და პარტნიორ კომპანიებს, ასევე კომპანია იჟმაშს.

ვაშინგტონმა ასევე ახალი შეზღუდვები დაუწესა შეიარაღების მწარმოებელ რამდენიმე რუსულ კომპანიას, ირანის, ჩრდილო კორეისა და სირიის მიმართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევისთვის.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ახალი სანქციების შემოღებას საპასუხო ზომები მოჰყვება.

კომენტარები