თბილისის საკრებულო

ენმ არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს

ირაკლი აბესაძე
საკრებულო

თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვენ. ირაკლი აბესაძის თქმით, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსად ნინო ღოღობერიძე გასული წლის აგვისტოში ერთი წლის ვადით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი უკვე გავიდა, ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ რაიმე განცხადება არ კეთდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები