ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

http://globe-views.com

თბილისში, ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, ისნის რაიონში, მესხიშვილის ქუჩა 44-თან მოქალაქე ნანული სუთიძის დაკვეთით უნდა განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი დ-100 მმ დაბალი წნევის გაზსადენის რეკონსტრუქცია, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება მესხიშვილის, ურიცკის (ახლ. სამრეკლოს), გ.წერეთელის, ცუცქირიძის, ხივინის, ავლაბრის, არარატის, გურჯაანის, დუშეთის, დმანისის, მარტყოფის, ირბახის, მახათის, ხიდისთავისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.(1500-მდე აბონენტი)

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

კომენტარები