ფონიჭალაში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. რუსთავი 2 მოკლულის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალგაზრდები ქორწილში ერთად იმყოფებოდნენ და ისინი ერთმანეთს ქუჩაში დაუპირისპირდნენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.