ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმს თურქეთის კოჯაელის პროვინციის გუბერნატორი ეწვია

rferl.org

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი გუშინ სოხუმში თურქეთის პროვინცია კოჯაელის გუბერნატორს შეხვდა. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთი ჯერ პოლიტიკურად თურქეთის მიერ არ არის აღიარებული, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის დამყარება შეუძლია.

ხაჯიმბას პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კოჯაელის პროვინცია ოჩამჩირესთან დაძმობილებას აპირებს და რაიონის ხელმძღვანელობა 29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად დაპატიჟეს. საუბარი ასევე კულტურულ ურთიერთობებს შეეხო.

კომენტარები