ზედამხედველობის სამსახური

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს მოაწერს

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს მოაწერს. პარლამენტმა გუშინ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო 81 ხმით დაძლია.

პრეზიდენტი თვლიდა, რომ კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებდა და შესაძლებელი იყო, მას საფრთხე შეექმნა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.

კომენტარები