კრიზისი უკრაინაში

რადასთან მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით, პარტია სვობოდას ლიდერი დაკითხეს

facebook.com/anton.gerashchenko

ევრომაიდნის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია სვობოდას ლიდერი ოლეგ ტიაჰნობოკი პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე გამოცხადდა. უკრაინელი სამართალდამცველები ტიაჰნიბოკს და მის თანაპარტიელებს 31 აგვისტოს, რადას შენობასთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხავენ. ტიაჰნიბოკის თქმით, მისი ორი თანაპარტიელი ეჭვმიტანილად არის ცნობილი. თავად ტიაჰნიბოკი დანაშაულთან რაიმე კავშირს უარყოფს და მომხდარს ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს. მისი თქმით, იგი ცილისწამებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს სასამართლოში უჩივლებს.

31 აგვისტოს რადას შენობასთან დემონსტრანტების მხრიდან სპეცრაზმელების მისამართით ყუმბარის სროლის შედეგად 3 გვარდიელი დაიღუპა, 130-მდე ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 30-მდე ადამიანი, გამოძიების ვერსიით, ყოფილი მებრძოლი, რომელმაც ხელყუმბარა ისროლა, პარტია სვობოდას წევრია.

კომენტარები