ლაშა მაქაცარიას

პროკურატურამ ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია დაკითხა

ნეტგაზეთი

თბილისის პროკურატურაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის დაკითხვა 16 საათის მანძილზე გაგრძელდა. დაკითხვიდან გამოსული მაქაცარიას თქმით,  მისი დაკითხვა პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება. მაქაცარიის დაკითხვისას პროკურატურა ძირითადად 2005 წლის მანძილზე მერიის მიერ უკანონო მშენებლობების დემონტარჟის საკითხების დეტალების გარკვევით იყო დაინტერესებული.

ლაშა მაქაცარიას თქმით, პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რადგან 2005 წელს მისი ხელმძღვანელობით გახორციელებული უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

ლაშა მაქაცარიასთვის პროკურატურას ბრალი არ წაუყენებია.

კომენტარები