ბიუჯეტი 2016

ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტს სექტემბრის ბოლოს წარადგენს

iStockPhoto

ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს პარლამენტს სექტემბრის ბოლოს წარუდგენს. პრემიერმინისტრმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ფინანსთა მინისტრისგან დღეს გამართულ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე მოისმინა. ამ დროისტვის უცნობია თუ რამდენი იქნება ბიუჯეტის ხარჯვითი და საშემოსავლო ნაწილი, უცნობია თუ რამდენი ვალის აღებას გეგმავს მომავალ წელს მთავრობა და ასევე უცნობია თუ რა ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავს საქართველოს მთავრობა 2016 წელს.

2015 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლები 9.8 მილიარდი ლარია, რომლის 77%-იც გადასახადებზე მოდის. 10% საგარეო 6% კი შიდა ვალია. დანარჩენი შემოსავლები ძირითადად საერთასორისო დონეორების გრანტები და სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებია.

ბიუჯეტის ხარჯები კი 9.5 მილიარდია, რომლის 37%-იც ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება. ხარჯების 20% ძალოვან უწყებებზე მოდის. ბიუჯეტის ხარჯების 15%-ით კი ინფრასტრუქტურის განვითარება ფინანსდება. ბიუჯეტის 12%-ით კი განათლების სექტორი ფინანსდება.

ლარის გაუფასურების გამო წელს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება დასჭირდა. წინასწარ გაცხადებული იყო, რომ ხარჯები დაახლოებით 200 მილიონით უნდა შეკვეცილიყო, თუმცა კორექტირებული ვარიანტის წარდგენის შემდეგ გაირკვა, რომ მთავრობა ბიუჯეტის შემცირებას არცერთი თეთრით არ გეგმავდა, რის გამოც ბიუჯეტის კორექტირებულმა ვარიანტმა ეროვნული ბანკის შენიშნვაც დაიმსახურა, რადგანაც ეროვნული ბანკის დასკვნის მიხედვით ეს ბიუჯეტი ლარის სტაბილურობაზე დადებით გავლენას არ ახდენს.

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით ძირითადი ცვლილება ეკონომიკურ ზრდას შეეხო და ის წინასწარ განსაზღვრული 5%-დან 2%-მდე შემცირდა.

ბიუჯეტის შესრულების პირველი რვა თვის მონაცემებით გადასახადების სახით მობილიზებულია 5.1 მილიარდი ლარი, რაც წლიური გეგმის 66%-ს შეადგენს და გასული წლის შესრულებას 0.5 მილიონით აღემატება. ნოდარ ხადურის თქმით, წელს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვის საკმაოდ მაღალი თანაბრობით გამოირჩევა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ შესრულებისა და ხარჯვის გეგმა რვა თვიან მონაკვეთში წლიური გეგმის 66%-67%-ს შეადგენს.

რვათვიან მონაკვეთში ბიუჯეტის შესრულება წლიური ანუ თორმეტ თვიანი გეგმის 66%-ია და მასში ჩამორჩენა არ არის, მაგრამ კონკრეტული თვეების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯვა მაინც არათანაბრი და ადგილი დეფიციტურ ხარჯვასაც ჰქონდა. დეფიციტური ხარჯვის დროს მთავრობის ხარჯები მის შემოსავლებს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ხარჯავს უფრო მეტ ფულს ვიდრე მის მობილიზებას ახდენს ამ დროს კი ბაზარს მეტი ფული მიეწოდება, რაც ლარის სიმყარეზე უარყოფითად აისახება.

შედარებით არათანაბარი ხარჯვით აპრილი და აგვისტო გამოირჩეობა, როდესაც პროექტების დაფინასება ბიუჯეტის ნაშთის 90 მილიონი ლარით შემცირებით მოხდა. წელს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის ყველაზე მეტი სხვაობა კი მარტში იყო ამ დროს ბიუჯეტის შემოსავლები მის ხარჯებს დაახლოებით 200 მილიონით აჭარბებდა.

კომენტარები