უვიზო მიმოსვლა

საქართველოსა და არგენტინას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა

არგენტინის დროშა

2015 წლის 5 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 

არგენტინასა და კიდევ ორ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანასთან: ურუგვაისა და ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს 22-26 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის დროს მოწერა ხელი.

დღეისთვის არგენტინასა და საქართველოს შორის ტურისტული მიმოსვლა მცირეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის მანძილზე ქვეყანაში სულ 285 არგენტინელი ვიზიტორი ჩამოვიდა, მათი ნაწილი თბილისში სუპერთასის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა.

არგენტინა და საქართველო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხებშიც გეგმავენ ურთიერთობების გაღრმავებას.

კომენტარები