რეკლამა

საქართველოს ბანკი: თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო რიქსოს თბილისი აშენდება

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა და კომპანია სითი ემ-მა ხელი მოაწერეს 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოში 5-ვარსკვლავიანი უმაღლესი კლასის სასტუმროს – რიქსოს თბილისის ბოლო ეტაპის მოპირკეთების და მოწყობის მიზნით. რიქსოს თბილისი, რომლის ბიუჯეტი 35 მილიონი დოლარია, გუდიაშვილის ქ. №3-ში განთავსდება. საქართველოს ბანკის ცნობით, სასტუმროში იქნება 150 ოთახი, მათ შორის, 32 ფეშენებელური ლუქსი და 500 კვ.მ-ის ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში ასევე განთავსდება საცურაო აუზი, 500 კვ.მ-ზე მოწყობილი აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული სქაი ბარი, 5 საკონფერენციო დარბაზი და 1 000 კვ.მ ფართობის ფოიე, რომელიც გადაიქცევა ბიზნესშეხვედრების სივრცედაც.

"5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – რიქსოს თბილისის – მთავარი მისაღების ინტერიერზე ებრაელი, თურქი და იტალიელი ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. ასევე სპეციალურად „რიქსოს თბილისის“ მთავარი მისაღებისთვის კომპანია „ლასვიტის“ წამყვანი დიზაინერები ამზადებენ ექსკლუზიურ ჭაღს.  მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს შენობაში განთავსდება მუზეუმიც, რაც სასტუმროს კიდევ უფრო მეტ კულტურულ ღირებულებას შემატებს „რიქსოს თბილისის“ მშენებლობა, ძირითადად, მიმდინარეობს დახურულ და დაცულ სივრცეში, რადგან მინიმალური დისკომფორტი შეექმნას გარშემო მაცხოვრებლებს.  სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დასაქმდება 150 თანამშრომელი. სასტუმრო „რიქსოს თბილისის“ გახსნა 2016 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში პირველმა დაიწყო სასტუმროების სექტორის დაფინანსება. 2015 წლის 31 ივნისის მდგომარეობით, სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 109,435,404 მლნ ლარი შეადგინა" - აცხადებს საქართველოს ბანკი.

კომენტარები