მედია

ჩერგოლეიშვილი: NGO-ები კიწმარიშვილის საქმით უნდა დაინტერესდნენ

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტით უნდა დაინტერესდნენ. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას ისაუბრა.

"ჩემი რჩევა არ არის საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესდნენ, როდესაც ასეთი კამპანია მიდის. საუბარია მესაკუთრეობის უფლების შეცვლაზე. ხელისფლება საუბრობს იმაზე, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს. საიდან იცის ხელისუფლებამ ვინ არის კანონიერი მესაკუთრე, მაშინ, როდესაც არც სასამართლოს დაუდგენია, არც ამ ამბის ნორმალური გამოძიება ყოფილა. ამას აანონსებდნენ პირდაპირ. ამ დროს, რასაც ვუყურებდით ჩვენ, რასაც ლაპარაკობდა ეროსი კიწმარიშვილი - ატარებდა ბრიფინგებს, ემუქრებოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ თვალებში შემომხედე, როდესაც რუსთავი 2-ზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ მე და შენ რაღაც ისეთი ვიცით რუსთავი 2-ის შესახებ, რაც ბევრ ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. ფაქტიურად, აშანტაჟებდა, ასე მესმოდა მე ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ამბობდა, რომ ჩემს გარეშე რუსთავი 2-ის მესაკუთრეობის საქმე ვერ გადაწყდება. ხალვაში არის ის ადამიანი, რომელმაც ეროსი კიწმარისშვილის დროს გადაიბარა რუსთავი 2-ის მესაკუთრეობა. კიწმარიშვილი მთავარი მოწმე იყო. მთავარ მოწმეს პოულობენ საკუთარ მანქანაში, ტყვიით თავში, გადაკრლი ღვედით, ანთებული ფარებით და საქმის გამოძიება იწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. წელიწადზე მეტია უკვე ეს გამოძიება მიმდინარეობს და მუხლიც კი არ არის შეცვლილი, არსად არ არის წასული გამოძიება. ამის თაობაზე ოჯახი საუბრობს, ოღონდ თვლის, რომ კიდევ დრო უნდა მისცეს. ეს აცილებლად გასარკვევი თემაა" - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისივე თქმით, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ცდუნება ჰქონდეს კონტროლი მედია სივრცეზე, თუმცა დამოკიდებულება უნდა გავზომოთ მაშინ, როცა ხელისუფლების პოპულარობა იკლებს.

"ნებისმიერი ხელისუფლება, განსაკუთრებით მწირი დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყანაში, არის მიდრეკილი და აქვს ცდუნება, რომ გააკონტროლოს მედია. ეს ცდუნება ძლიერი მაშინ არ არის, როდესაც ხელისფლება არის ახალი მოსული, არის პოპულარული და ა.შ. ხელისუფლების დამოკიდებლება მედიასთან უნდა გავზომოთ მაშინ, როდესაც მისი პოპულარობა იკლებს. რა ხდება დღეს საქართველოში - ლარი არის 30%-ით გაფასურებული, ეკონომიკა არის შემცირებლი, 25%-ით არის შემცირებული ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები. ხალხს უჭირს, ხალხი გაღარიბდა და ხელისუფლებას ახლა ჭირდება, რომ ჰქონდეს კონტროლი მედია სივრცეზე, იმიტომ, რომ ძალიან მცადარად, ფიქრობს, რომ ადამიანები რუსთავი 2-დან ან თუნდაც გრიგოლიას გადაცემიდან იგებენ რა ხდება მათ თავს. ეს არის ძალიან მცდარი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანი ამას იგებს საკუთარი მაცივრიდან, საკუთარი ჯიბიდან და ბიუჯეტიდან. ნებისმეირ ხელისფლებას, განსაკუთრებით სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში, ექნება სურვილი რომ მედია გააკონტროლოს და ამას წინ უნდა აღუდგეს საზოგადოება, მათ შორის ისეთ თემებზე ზეწოლით, როგორიც არის ეროსი კიწმარიშვილის ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალება, ეს არის ცხადზე ცხადი. საბოლოო ჯამში, ისეთ მთავრობას ვიღებთ, როგორსაც ვიმსახურებთ" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

 

კომენტარები