საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი მომხმარებელთა დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ. კანონპროექტი მიზნად ყველა სფეროში მომხმარებლებისთვის გარანტიების შექმნას ისახავს და მასში განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეთმობა. უმრავლესობის წევრის თამარ კორძიას თქმით, მსგავსი ცვლილება აუცილებელია, რადგანაც მომხმარებელთა უფლებები დღეისთვის დაცული არ არის. კანონის ერთ-ერთი ინიციატორი თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძეა.

საპარლამეტნო განხილვას ბიზნესასოციაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომლის თქმითაც ასოციაცია დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რადგანაც მომხმარებელთა უფლებებს ქვეყანაში მრავალი მარეგულირებელი, მათ შორის, სემეკი, ენერგოომბუდსმენი, ეროვნული ბანკი ისედაც იცავს. ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას ეწინააღმდეგება ახალი პოლიტიკური ცენტრის დეპუტატი პავლე კუბლაშვილიც, რომლის თქმითაც პარლამენტი არა რეგულაციების დაწესებით, არამედ ბიზნესგარემოს გაჯანსაღებით უნდა იყოს დაკავებული.

მომხმარებელთა უფლებების დასაცვის მოტივით ქართული ოცნების ხელისფლებამ მთელი რიგი ახალი რეგულაციები მიიღო, მათ შორის ყველაზე მეტი სურსათის უსაფრთხოების სფეროში. 

კომენტარები