კრიმინალი

შსს: ბათუმში მოკლეს მამაკაცი, რომელმაც ერთი პირი მოკლა, მეორე - დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ორი მკვლელობა გახსნა. სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული მამუკა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, 1988 წელს დაბადებულმა მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ რაულ მ-ს. იმავე დროს, დაჭრილის და მოკლულის თანხმლებმა პირმა - მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის იარაღი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი - დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართალსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები