სულ მცირე 87 ადამიანი დაიღუპა და 185 დაშავდა საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში ალ ჰარამის მეჩეთის ჩამონგრევის შედეგად. ნგრევა შენობაზე დაცემულმა ამწემ გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ალ ჰარამი, ანუ აკრძალული მეჩეთი, მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოშიც ისლამური სამყაროს სიწმინდე - ქააბას ქვა, მდებარეობს.ჰაჯის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით მექაში დიდი რაოდენობით მომლოცველები იმყოფებიან.