მაღალი პრემიები

ენმ: მელიორაციის დეპარტამენტში ექვს თვეში ნახევარ მლნ-ზე მეტი პრემია გაიცა

0 კომენტარი
ირმა ნადირაშვილი ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის დეპარტამენტში გაცემულ პრემიებს ასაჯაროებს. ნადირაშვილის განცხადებით, ამ უწყებაში გაცემულმა ხელფასმა, დანამატმა და პრემიამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა „იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა თითოეულ თეთრს აყვედრის კახელ გლეხებს და არ აძლევთ მათ შესაბამის სუბსიდიას".

ენმ-ის ინფორმაციით, 2015 წლის 6 თვეში მელიორაციის დეპარტამენტის დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა ხელფასის სახით აიღეს 433 435 ათასი ლარი, პრემიის სახით კი, 510 398 ლარი.

"წელს მესამე გრაფა დაემატა - ეს არის დანამატი და დანამატის სახით აიღეს 174 230 ლარი. სულ ჯამში, 6 თვეში მათმა პრემიებმა და დანამატებმა გადააჭარბა ნახევარ მილიონ ლარს. როდესაც პრემიერის სპეციალური დადგენილება არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ აღარ გაიცემა ხელფასები და დანამატები, როდესაც კახეთში ვაზზე ყურძენი უბრალოდ, ლპება, გლეხები კი მოსავლის მოკრეფას და ჩაბარებას ვერ ახერხებენ, ჩვენ ვთვლით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ამ უწყების მოქმედება სპეციალური შესწავლის საგანი უნდა იყოს,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები