დაკავება

ოზურგეთში პრემიერის ჩასვლამდე ენმ-ის სამი აქტივისტი დააკავეს

ოზურგეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დააკავეს. ისინი ქალაქში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას აპროტესტებდნენ. მათ შენობაზე ბანერი გააკრეს წარწერით - "მატყუარა მთავრობა".

ბანერის გაკვრისთვის დაკავებული პირები არიან - ილია მალაზონია, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე.

პრემიერი ოზურგეთში ჩაის საწარმოს გახსნის და ადგილობრივებს ალეგრობას მიულოცავს.

კომენტარები