მიგრანტები ევროპაში

ევროკავშირის მინისტრები მიგრანტების განაწილების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

Reuters

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები 120 000 მიგრანტის წევრ ქვეყნებში განაწილების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. მინისტრთა უმრავლესობა მხოლოდ იმაზე შეთანხმდა, რომ მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში ოქტომბერში შედგება.

ევროკომისიის ინიციატივას 120 000 მიგრანტის სავალდებულო შეფარების შესახებ არ ეთანხმებიან ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კალინაკის განცხადებით, "კვოტირების სისტემა არ არის პრობლემის გადაჭრის გზა".

კომენტარები