ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი 2.46-დან 2.54-მდე მერყეობს

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი 2.46-დან 2.54 ლარამდე მერყეობს. საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარი 2.54 ლარი ღირს, VTB ბანკში - 2.53, ლიბერთი ბანკში 2.49. TBC ბანკი კი, 1 ამერიკულ დოლარს 2.46 ლარად ყიდის.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური კურსი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 1.55 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.4170 ლარი ღირს. ეს 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელია. აქამდე, 2015 წლის განმავლობაში, ლარი ყველაზე გაუფასურებული 25 აგვისტოს იყო - 2.4161 ლარი. 

კომენტარები