შუალედური არჩევნები

არასაპარლამენტო ოპოზიცია: შუალედური არჩევნები არაკონსტიტუციურია

ტაბულა

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნები არაკონსტიტუციურია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრების შესახებ, არ ითვალისწინებს. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ავალდებულებს ხელისუფლებას და ქვეყანას, იყოს გათანაბრებული ოლქები, პირდაპირპროპორციულად ეწინააღმდეგება შუალედური არჩევნების რეალობას. მარტვილის ოლქი, რომელშიც უნდა ჩატარდეს ახლა შუალედური არჩევნები, უნდა იყოს გათანაბრებული და გაერთიანებული სხვა ოლქთან, რომ მეტ-ნაკლებად გაუთანაბრდეს იქ ამომრჩეველი სხვა ოლქებს. ამიტომაც უკვე რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირღვევა", - ამბობს გიორგი ახვლედიანი.

 

კომენტარები