რეკლამა

25-26 სექტემბერს Fresco Music Fest გაიმართება

0 კომენტარი

კომპანია ფრესკო 25 – 26 სექტემბერს 19:00-დან წარმოგიდგენთ გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალს FRESCO MUSIC FEST, რომელიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს.

ფესტივალი ღია ცის ქვეშ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. ფესტივალზე დაუკრავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები.

25 სექტემბერს მაყურებლის წინაშე წარდგებიან:

ყველასთვის საყვარელი ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა.
ქართველი არტისტები: Berika, Greenbeam & Leon, Bero.
სპეციალური სტუმარი FAIRMONT.

26 სექტემბერს: 

Green Room და Salio
ქართველი არტისტები: Bacho, Cobert, Zurkin
სპეციალური სტუმრები BRETT JOHNSON და MISHKIMOVES.

კომპანია ფრესკო საჩუქარს უკეთებს მუსიკის მოყვარულ ყველა ადამიანს. ეს არის "ფრესკოს საჩუქარი თბილისს". სწორედ ამიტომ სთავაზობს მათ, 2 დღის მანძილზე, 25 და 26 სექტემბერს, საღამოს 7 საათიდან, საუკეთესო მუსიკოსების მიერ გამართულ დაუვიწყარ ფესტივალს სრულიად უფასოდ დაესწრონ.

FRESCO MUSIC FEST ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც სექტემბრის ბოლო უიქენდზე გაიმართება.

დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე www.facebook.com/FrescoRetailGroup ან ვებ გვერდზე www.fresco.ge 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები