გიგი უგულავას საქმე

პრეზიდენტი: ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტის თქმით, მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე", - აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები