გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: ეს იყო გიგი უგულავას გამტყუნების წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა დღეს მიიღებდა მოსამართლე გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადწყვეტილებას თუ რამდენიმე დღის შემდეგ. გიგა ბოკერიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა და მას ხელისუფლება საზოგადოებას ვეღარ წაართმევს.

„არ აქვს მნიშვნელობა იმას, ერთი დღის შემდეგ შეასრულებდა ივანიშვილის და მისი ფავორიტი მეჭიაურის მიერ წინასწარ დაანონსებულ დაკვეთას მოსამართლე ჩხიკვაძე, ორ დღეში თუ სამ დღეში. ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი. სამწუხაროდ, ეს იყო გიგი უგულავას გამტყუნების და ციხეში დაბრუნების წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა. დეპუტატი მეჭიაური არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური სახე და ჩემი აზრით,  ეს არის მრავლისმეტყველი კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. ბევრი ილუზია აქვს ივანიშვილს და მის გუნდს. ჰგონიათ, რომ ციხეში სწრაფად შებრუნებით ისინი რაღაცნაირად დააბალანსებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დარჩა და მას ისინი საზოგადოებას ვეღარ წაართმევენ“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის ილუზიაა, რომ შეინარჩუნებს ძალაუფლებას „იმ სრული კატასტროფის ფონზე, რაც ქვეყანაში ყველა მიმართულებით სუფევს“

„ეს ასე რ მოხდება, ეს არის შეუძლებელი, ქართული საზოგადოება ამას არ შეეგუება. ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პრობლემა. ეს არის მთელი ქართული საზოგადოების პრობლემა. ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ არის ყველაზე ძლიერი და ორგანიზებული პოლიტიკური პარტია, ეს არის ფაქტი და ის მიიღებს ყველაზე აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების მხრიდან არჩევნების გზით ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში. ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მინიმალური ზიანით, რაც შეიძლება სწრაფად, კონსტიტუციის ფარგლებში. ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის ძალიან დიდი ზიანი ქვეყნის მომავლისთვის“ - აღნიშნა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

გიგა ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში აპირებს დიდი შეკრების გამართვას.

„ვაპირებთ შემდეგი ორი კვირის განმავლობასი გვქონდეს დიდი შეკრება, სადაც ჩვენ გვექნება საუბარი საზოგადოებასთან საჯაროდ იმ იდეებზე, იმ მეთოდებზე, რომლის მეშვეობითაც ჩვენ წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე როგორც პოლიტიკური ზალა და რა ამოცანებით მოხდება იმ ამოცანის შესრულება, რაც მთელი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ ივანიშვილის ჩამოცილებას“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები