გიგი უგულავას დაკავება

აგრამუნტი: უგულავას დაპატიმრება ბარბაროსულია და ევროინტეგრაციას შეაფერხებს

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროპის საბჭოში სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელი პედრო აგრამუნტი გათავისუფლებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

" ამ საქმეზე განაჩენის გამოტანის დაჩქარება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევის ნიშნებით გამორჩეული. ერთადერთი მიზანი კი ,რაც შეიძლება სწრაფად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისთვის თავისუფლების აღკვეთა იყო. ეს ადამიანის უფლებების დარღვევა და მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებაა რათა ქართული ოპოზიციის ლიდერები გააჩუმონ. უგულავას დაპატიმრება ცუდი, მიუღებელი, უკიდურესად ასაღელვებელი და პოლიტიკურად მოტივირებული შეცდომაა.", - ნათქვამია აგრამუნტის განცხადებაში. 

აგრამუნტი ამ გადაწყვეტილებას ბარბაროსულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ ის არ გადაიხედა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროპაში. 

აგრამუნტი ევროპის საბჭოში სახალხო პარტიის დეპუტატების სახელით სოლიდარობას უცხადებს გიგი უგულავას, მისი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს. 

კომენტარები