იემენის კრიზისი

იემენში ჰუსიტებმა არაბული კოალიციის ორი მებრძოლი ტყვედ აიყვანეს

Reuters

იემენში ჰუსიტმა ამბოხებულებმა არაბული კოალიციის ორი მებრძოლი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN კოალიციის წარმომადგენლის, აჰმედ ასერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მებრძოლები. ასერის თქმით, ასევე დაკარგულად ითვლება კოალიციის კიდევ სამი მებრძოლი.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია, საუდის არაბეთის მეთაურობით, იემენში უკვე ნახევარი წელია შიიტი ამბოხებულების, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას აწარმოებს. გაეროს მონაცემებით, სამოქალაქო ომს იემენში 5000 ადამიანის, მათ შორის 2000 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები