სირიის კრიზისი

პუტინი: რუსეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ისრაელს საფრთხეს არ შეუქმნის

timesofisrael.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის მიერ სირიისთვის გაგზავნილ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუს გარდა შეხვედრას ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უშიშროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ისრაელს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგანაც ისრაელში ყოფილი საბჭოთა კავშირის საკმაოდ ბევრი მოქალაქე ცხოვრობს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარება ორივე სახელმწიფოს ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიზნად ისახავენ ორ სახელმწიფოს შორის საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას.

"ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ სირიის ტერიტორიიდან ჰეზბოლასთვის შეიარაღების მიწოდება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

კომენტარები