ესტონეთი

ტალინის მერი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ntglobal.com

ტალინის მერი, ედგარ სავისაარი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Dailymail ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავისაარი 2014-2015 წლებში ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხის აღებაშია ეჭვმიტანილი. ესტონეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მისი საქმე პროკურატურას უკვე გადაეცა. 

სავისაარი 2014-15 წლებში ქრთამის სახით საკუთრებისა და დიდი ოდენობით თანხის აღებაშია ეჭვმიტანილი. მერის ოჯახის წევრები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

 

კომენტარები