2016 წლის ბიუჯეტი

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 9.9 მილიარდი ლარი იქნება

ტაბულა

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 9.9 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე - ეს არის 3%-იანი ეკონომიკური ზრდა, 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4.5%-იანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით 8.5 მილიარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი - დააახლოებით 10 მილიარდი ლარი (9.9 მლრდ ლარი)", - თქვა ხადურმა.

კითხვაზე, რა კურსზე დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი, ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლითი კურსი ბიუჯეტზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს.

"გაცვლითი კურსი ზემოქმედებს მხოლოდ საგარეო ვალის აღებასა და მისი დაფარვაზე", - თქვა მინისტრმა.

კომენტარები