ჰაჯის რიტუალი

საუდის არაბეთში, ჰაჯის რიტუალის დროს, ჭყლეტას 453 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ქალაქ მექასთან, მინას ხეობაში ჰაჯის რიტუალის დროს ჭყლეტის შედეგად 453 ადამიანი დაიღუპა, 719 კი დაშავდა. უბედური შემთხვევისას მომლოცველები ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალს ასრულებდნენ. რიტუალში ჯამში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.

საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გაგზავნილია 4000-მდე დამხმარე პერსონალი და 220 სასწრაფო დანიშნულების ჯგუფი. დაშავებულები გადანაწილებული არიან 4 ადგილობრივ საავადმყოფოში.

ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ჰაჯის რიტუალის დროს. მას შემდეგ, რაც 2006 წელს "ეშმაკის ქვით ჩაქოლვას" 364 ადამიანი ემსხვერპლა, საუდის არაბეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჰაჯის რიტუალისთვის წინასწარი სამუშაოების მიმდინარეობისას ამწეს ჩამონგრევას 109 ადამიანი ემსხვეპლა.

კომენტარები