დაკავება

ლოს-ანჯელესში საუდის არაბეთის პრინცი დააკავეს

ლოს-ანჯელესში, ბევერლი-ჰილზის მდიდრულ სახლში სქესობრივი ძალადობის ბრალდებით საუდის არაბეთის პრინცი დააკავეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის (LAPD) ცნობით, მათ აბდულ-აზიზ ალ საუდი ოთხშაბათს დააკავეს და მხოლოდ მეორე დღეს, საღამოს, 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ალ საუდი სასამართლოს წინაშე 19 ოქტომბერს უნდა წარსდგეს. პოლიციის ცნობით, მას დიპლომატიური იმუნიტეტი არ გააჩნია.

საუდის არაბეთის საელჩო მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 

კომენტარები