საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

უსუფაშვილი: ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების პრაქტიკა

0 კომენტარი
დავით უსუფაშვილი ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქმედი სამთავრობო ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობებს აფუჭებდა. რუსეთ - საქართველოს ურთიერთობათა შესახებ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია იმედთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ შევამცირეთ საფრთეები რუსეთთან, არ მოგვისპია ეს საფრთხეები, რუსეთი კვლავ ოკუპანტია რუსეთს კვლავს ცუდი განზრახვები აქვს საქართველოსთან დამოკიდებულებაში, და ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ჩვენ ვთქვით რა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების პრაქტიკა ანუ ის რაც გვაქვს უკვე საკმარისად გაფუჭებულია, საკმარისად ცუდია საკმარისი ხიფათი გვაქვს იქიდან. საჭიროა ამ ხიფათებთან გამკლავება და არა მათი მეტად გაუარესება." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები