თალიბანი

თალიბანი ავღანეთის სტრატეგიულ ქალაქს უტევს

Omar Sobhani / Reuters

თალიბანის ასობით მებრძოლმა ავღანეთის ჩრდილოეთით, სტრატეგიულ ქალაქ ყუნდუზზე იერიში სამი მხრიდან მიიტანა. პოლიცია ამბობს, რომ დანაკარგი ორივე მხარეს აქვს.
ყუნდუზის პროვინციაში შეტაკებები აპრილის შემდეგ გახშირდა, რაც თალიბანის მოძრაობა სხვა მეამბოხეებთან გაერთიანდა.

თალიბანი აცხადებს, რომ ქალაქ ყუნდუზზე ორშაბათის შეტევის შემდეგ მებრძოლებმა ადგილობრივი საავადმყოფო დაიკავეს. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც თალიბების მიერ სწორედ საავადმყოფოშია გადაღებული.

როგორც სააგენტო როიტერსს ყუნდუზის პოლიციის სპიკერმა განუცხადა, მძიმე ბრძოლები ქალაქის რამდენიმე შესასვლელთან მიმდინარეობს, თუმცა ავღანეთის სამთავრობო ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებარონ. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად თალიბანის 20 მებრძოლი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დანაკარგი აქვს ავღანეთის სამთავრობო ჯარებს.

ავღანეთის უსაფრთხოების რეგიონულ სტრუქტურაში ყუნდუზის პროვინციას განსაკუთრებული ადგილი უკავია. 

კომენტარები