ტაივანის სტიქია

ტაივანს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება

Reuters

ტაიფუნი „დუჟუანი" ტაივანს უახლოვდება. ამ დროისთვის, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ათიათასობით ჯარისკაცი კი სტიქიასთან საბრძოლველადაა მობილიზებული.

კვირას ტაივანის ცენტრალურმა ამინდის ბიურომ „დუჟუანს" უკვე უწოდა „ძლიერი ტაიფუნი", სპეციალისტები მას „სუპერტაიფუნადაც" მოიხსენიებენ.

სტიქია ადგილობრივი დროით საღამოს 11 საათზეა მოსალოდნელი, რასაც ძლიერი წვიმა და ქარი მოჰყვება.

შტორმი სამშბათს ჩინეთს მიაღწევს, თუმცა ნავარაუდებია, რომ იმ დროისთვის მას უკვე ძალა ექნება დაკარგული.

ტაივანამდე „დუჟუანი" იაპონიის კუნძულ იშიგაკთან (ოკინავა) ახლოს ჩაივლის, სადაც იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, 13 მეტრის სიმაღლის ტალღებია მოსალოდნელი.
კვირას, ტაივანის მწვანე კუნძულიდან 3000 ადამიანის, ძირითადად ტურისტის, ევაკუაცია მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ამერიკული როკჯგუფმა, „ბონ ჯოვმა", ტაივანში ორშაბათს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, თუმცა ჯგუფის წევრები წარმოდგენის გამართვას სამშაბათისთვის მაინც გეგმავენ. 

კომენტარები