NASA

NASA: მარსის ზედაპირზე მდინარი წყალია

telegraph.co.uk

NASA-ს აღმოჩენით, მარსზე ზაფხულის თვეებში წყალი კრატერის კედლებსა და კანიონებში მიედინება. აღმოჩენა მარსზე სავარაუდო სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის. მდინარი წყალი მარსზე გარკვეულ ნაკვალევს ტოვებს, შემოდგომაზე კი ის იყინება. NASA-ს წარმომადგენლები ამ დროისთვის ვერ საუბრობენ იმაზე, თუ საიდან გაჩნდა მარსის ზედაპირზე წყალი. აღმოჩენით ცნობილი ხდება, რომ პლანეტის ზედაპირის გარკვეული მონაკვეთი ნოტიოა.

NASA-ს წამყვანი მეცნიერი მაიკლ მეიერი ადასტურებს, რომ ორბიტიდან გადაღებულ ფოტოებზე მართლაც თხევადი წყალია გამოსახული. მარსზე წყლის არსებობა NASA-სთვის და სხვა კოსმოსური სააგენტოებისთვის ამ პლანეტის მომავალი ათვისებისთის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რადგანაც იქ ადამიანის შედარებით გრძელვადიანი მისიის მომზადებაც შეიძლება, გახდეს შესაძლებელი. 

მარსზე სავარაუდო წყლის არსებობის შესახებ მონაცემები გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ვრცელდებოდა. NASA-მ წელს გაავრცელა ინფორმაცია წარსულში წითელი პლანეტის ზედაპირზე სავარაუდო ოკეანის არსებობის შესახებ. 

კომენტარები