მიგრანტების კრიზისი

ბენქსის დისმალენდს საფრანგეთში მიგრანტების თავშესაფრის ასაშენებლად დაშლიან

dismaland.co.uk

ბრიტანელი გრაფიტის მხატვრის, ბენქსის გასართობ პარკს, დისმალენდს, დაშლიან და საფრანგეთის ქალაქ კალეში გადაიტანენ, რათა მიგრანტებისთვის თავშესაფარი აშენდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბენქსიმ პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე მიგრანტების ბანაკის ფოტო განათავსა წარწერით - "ძალიან მალე...დისმალენდი კალეში". 

საფრანგეთში მიგრანტების ბანაკში სულ მცირე 3000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა სუდანიდან, ერიტრეადან და ავღანეთიდან არიან.

შეგახსენებთ, რომ ბენქსის არტ-პროექტი დისმალენდი, ინგლისის ზღვისპირა კურორტზე, უესტონ სუპერ მეირში, 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა.

 

 

კომენტარები