ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ბაბუნაშვილი: პატრულის თანამშრომლებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პატრულის თანამშრომლებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ - ამის შესახებ ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ბაბუნაშვილის თქმით, მაღალჩინოსნების ახლობლების პანაშვიდებსა და ქორწილებში პატრულის თანამშრომლების მოვალეობა მოძრაობის კონტროლი და სტუმრების გაცილება იყო.

"მე პირადად ნამყოფი ვარ მცხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ნათლულის ბაბუის სამძიმარზე, სადაც ვაკონტროლებდით სიტუაციას და ხალხს მივუთითებდით, სად გაეჩერებინათ ავტომობილი. სხვათაშორის, ბატონი მინისტრი, ჭიკაიძეც იყო იქ მოსული. რაც შეეხება ქორწილს, ეს იყო 2013 წლის თებერვალი ან მარტი, იყო ქორწილი, სადაც იყო განკარგულება, რომ ჩვენი ეკიპაჟით გაგვეცილებინა. მე პირადად მოკლე წრეზე ვპატრულირებდი და იქიდან გამოსული სტუმრები, საკუთარი მანქანით ვინც გამოდიოდნენ, რაციის საშუალებით გადმოგვეცემოდა, რომელი მანქანა იყო და შემდეგ ეკიპაჟი მიყვებოდა. მე არც ერთ მანქანას არ გავყოლილვარ, იქიდან გამომდინარე, რომ მოკლე წრეზე ვპატრულირებდი, რათა რაიმე შეფერხება არ ყოფილიყო", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები