ექიმი: ლიონელ მესი მოედანზე იმაზე ადრე დაბრუნდება, ვიდრე ფიქრობენ

sport.bt.com

ბარსელონას არგენტინელ ვარსკვლავს ლიონელ მესის, რომელმაც ლას პალმასთან შეხვედრაში მარცხენა მუხლის მყესი დაიზიანა, ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდება. არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმი დონატო ვილანი ფიქრობს, რომ მესი მოედანს იმაზე ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ფიქრობენ.

"ეს ტრავმა არ საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციას. მესის წლებია, ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, ის რაც შეიძლება, მოკლე დროში იქნება მზად თამაშისთვის. ალბათ, იმაზე ადრე, ვიდრე გათვლილი იყო",- ამბობს ვილანი.

ესპანურ გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით კი, არგენტინელი ფორვარდი მზად იქნება მადრიდის რეალთან მატჩისთვის, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.

ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ლეო მესი 7-8 კვირის განმავლობაში(მათ შორის, მადრიდის რეალთანაც) ვერ ითამაშებს.

თავად მესიმ კი მიღებული ტრავმის შემდეგ გულშემატკივრებს მარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა მხარდაჭერისთვის. ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რა რთულია, როდესაც მინდორზე ვერ გადიხარ. ახლა დროა, ტრავმა მოვიშუშო, რათა დავბრუნდე. ყველას გეხუტებით", - წერს ლეო მესი ფეისბუქზე.

კომენტარები