ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

გიორგი გურჯიევი. საუბრები მოწაფეებთან

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ადამიანი არის მრავლობითი არსება

ლონდონი, 1923

ადამიანი არის მრავლობითი არსება; ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე , ჩვენ ვლაპარაკობთ ,,მე”-ზე. ჩვენ ვამბობთ: ,,მე” გავაკეთე ეს, ,,მე” ვფიქრობ, ,,მე” ვაპირებ, მაგრამ ეს ჩვენი უმეცრებაა და არა სინამვილე. არ არსებობს ამგვარი ,,მე” ანდა სწორედ რომ პირიქით, ისინი ასობით არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ათასობით პაწაწინა ,,მე,” ჩვენ გათიშულები ვართ ჩვენსავე თავში, მაგრამ ჩვენი არსებობის მრავლობითობა რომ გავაცნობიეროთ, ამისათვის იგი უნდა შევისწავლოთ, უნდა დავაკვირდეთ. ერთ მომენტში ჩვენში მოქმედებს ერთი ,,მე”, მეორე მომენტში მეორე ,,მე” და იმის გამო რომ ეს ,,მე”-ები მრავალია და ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენ ვმოქმედებთ არაჰარმონიულად.

 ჩვეულებრივ ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ჩვენი ფუნქციონირების და ძალების მხოლოდ მცირე ნაწილსღა ვიყენებთ, რადგან არ გვესმის, რომ მანქანები ვართ და არ ვიცნობთ ამ მანქანა-მექანიზმების ბუნებასა და მუშაობის წესს. ჩვენ აბსოლიტურად ვართ მიმართულები გარეგანი ვითარებების მიერ. .ყველა ჩვენი მოქმედება მიემართება ხაზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწინააღმდეგება გარეგან მდგომარეობებს.

თქვენ თვითონ სცადეთ: შეგიძლიათ, მართოთ თქვენი ემოციები? – არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი დათრგუნვა, ან ერთი ემოცია მეორეთი შეავიწროვოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მართვა. პირიქით, ემოციები გმართავენ თქვენ. შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ როდესაც მოვა დრო, როცა ჩაფიქრებული უნდა განახორციელოთ აღმოაჩენთ, რომ სრულებით საწინაღმდეგოს ჩადიხართ.

თუ გარემოება ხელს უწყობს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ განახორციელოთ იგი. მაგრამ თუ გარემოება არ არის ხელშემწყობი, მაშინ მოქმედებთ უკვე გარემოების კარნახით. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი მოქმედებები, თქვენ ხართ მანქანები და თქვენივე სურვილებისგან დამოუკიდებლად, თქვენი მოქმედებები იმართებიან გარეგანი გავლენებით.

მე არ ვამბობ, რომ არავის არ შეუძლია მართოს თავისი მოქმედებები. მე ვამბობ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან გაორებულნი ხართ. თქვენში არსებობს ორი ნაწილი: ძლიერი და სუსტი ნაწილი. როდესაც ძლიერდება თქვენში არსებული ძლიერი ნაწილი, იმავდროულად იმატებს სუსტი ნაწილიც და თუ არ ისწავლით მისი ზრდის გაჩერებას იგი უარყოფით ძალად გადაიქცევა თქვენში. როდეასც ყოფიერებაში რაღაც განსაზღვრული დონე მიიღწევა ჩვენ შეგვეძლება ჩვენში არსებული თითოეული ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ ჩვენ არ შეგვიძლია თვით ჩვენივე ჩაფიქრებულის განხორციელებაც კი. 

(აქ თეოფოსმა დასვა საკითხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ თვით გარეგანი პირობები, რომლებიც თავს გვახვევენ თავიანთ თავს).

Pპასუხი: გარეგანი პირობები არასდროს არ იცვლებიან. არსებობს არა მათი ცვლილება არამედ მხოლოდ მათი მოდიფიკაცია.

კითხვა: მაგრამ განა არ არის ცვლილება, როდესაც ადამიანი ხდება უკეთესი? პასუხი: ასეთი ადამიანი კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს, ერთი კაცი ხდება უკეთესი, მეორე ხდება უარესი, ამით არაფერი იცვლება.

კითხვა: მაგრამ განა უკეთესობა არ არის ის, რომ მატყუარა იქცევა მართალ ადამიანად? 

პასუხი: არა, ეს ერთი და იგივეა. თავიდან იგი ტყუის მექანიკურად, რადგან არ შეუძლია სიმართლის თქმა: შემდეგ იგი სიმართლეს ლაპარაკობს, ისევ მექნიკურად. ახლა მისთვის სიმართლის თქმა გახდა უფრო მომგებიანი. სიმართლეს თუ ტყუილს ფასი აქვთ მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება, ასეთები, როგორებიც ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით კეთილსახიერნი, რადგან მექანიკურები ვართ. მორალი ფარდობითია, მექანიკური, სუბიექტური, წინააღმდეგობრივი. იგივე ითქმის ჩვენს მიმართ: ფიზიკური ადამიანი, ემოციონალური ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანი- ყველას თავისი ბუნების შესაბამისი მორალი გააჩნია. თითოეულ ადამიანში მანქანა სამ ძირითად ნაწილად, სამ ცენტრად იყოფა.

დააკვირდით თქვენს თავს ნებისმიერ მომენტში და დაუსვით შეკითხვა: ,, მე" - თაგან, რომელი ,,მე" მოქმედებს ახლა. რომელ ცენტრს მიეკუთვნება იგი- ინტელექტუალურს, ემოციონალურს თუ დინამიკურ ( სამოძრაო) ცენტრს?.შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იგი სრულებით განსხვავებულია იქიდან, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ იგი აუცილებლად ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელია.

 კითხვა: არსებობს თუ არა მორალის აბსოლუტური კოდექსი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა განურჩევლად ყველა ადამიანისათვის?

პასუხი: დიახ, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ძალები ჩვენი შინაგანი ცენტრების სამართავად, მაშინ შეგვიძლია ვიყოთ მორალურები, მაგრამ სანამ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს, ჩვენი შესაძლებელი ფუნქციებიდან, მანმადე არა ვართ მორალურები. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვმოქმედებთ მანქანებივით მექანიკურად და მანქანებს კი არ შეუძლიათ იყვნენ მორალურნი.

კითხვა: ეს უიმედო მდგომარეობაა?

პასუხი: სრულებით მართალი ხართ.

კითხვა: მაშინ, როგორ შეგვიძლია გარდაქმნა და მთელი ძალების გამოყენება?

პასუხი: ეს სხვა საქმეა. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნება განვავრცოთ ერთდროულად სამივე შინაგან ცენტრზე.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩვენი ნებით ერთ-ერთზე მაინც ვიმოქმედოთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეგვიძლია. ზოგჯერ შეგვიძლია ვმართოთ ერთ-ერთი ჩვენი ცენტრი და ძალზე საოცრად შედეგსაც შეიძლება მივაღწიოთ. (იგი ყვება ისტორიას ტუსაღზე, რომელმაც ძალზე ვიწრო, მაღალ და მიუდგომელ სარკმლიდან შეძლო პატარა ბურთულად დაჭმუჭნილი წერილი თავისი ცოლისთვის გადაეგდო). ეს იყო ერთადერთი გამოსავლი მისი გათავისუფლებისათვის. თუ ეს არ გამოუვიდოდა პირველ ცდაზე, ეს მომენტი მას უკვე აღარასოდეს არ დაუდგებოდა, ამიტომ მან შეძლო სრულებით დაუფლებოდა თავის ფიზიკურ ცენტრს და აიძულა გაეკეთებინა ის, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერაფრით ვერ შეძლებდა.

კითხვა: თქვენ თუ იცნობთ ვინმეს ვინც არსებობის ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა?

პასუხი: მე თუნდაც გიპასუხოთ არა, და თუნდაც - დიახ, ეს სრულებით არ ნიშნავს არაფერს. თუ გიპასუხებთ, რომ ვიცნობ, ამას ვერ შეამოწმებთ; თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ, თქვენს სიბრძნეს ამითაც არ შეემატება არაფერი. თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ ჩემი გწამდეთ. გთხოვთ არ ირწმუნოთა არფერი, რასაც ვერ შეამოწმებთა თქვენსავე თავში.

კითხვა: თუ სრულებით მექანიკურნი ვართ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის მართვას? შეუძლია მანქანას თავისი თავი თვითონვე მართოს?

პასუხი: მართალი ხართ, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენვე შევცვალოთ, ჩვენ მხოლოდ მცირე სახეცვლილება შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გარდავიქმნათ გარედან დახმარებით.არსებობს თეორია, რომ კაცობრიობა ორი წრისგან შედგება: დიდი, გარეგანი წრისგან, რომელიც მოიცავს ყველა ადამიანს და მცირე წრისგან, რომლის ცენტრშიც მცოდნე და მხილველი ადამიანები არიან. რეალური, ერთადერთი ინსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეგვცვალოს, მხოლოდ ამ ბოლო (მცირე) ცენტრიდან შეიძლება და ინსტიტუტის მიზანს ჩვენი მომზადება წარმოადგენს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ მცირე ცენტრისგან მომავალ ინსტრუქციათა მიღება.ჩვენ თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავი შევცვალოთ. ეს მხოლოდ გარედან შეიძლება. ყველა რელიგია მიუთითებს, ცოდნის ამ საერთო ცენტრის არსებობაზე, ყოველ საღვრთო წერილში არსებობს ეს ცოდნა, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ამის დანახვა.

კითხვა: მაგრამ განა ადამიანებმა უკვე არ დააგროვეს ცოდნის დიდი მარაგი?

პასუხი: ადამიანებმა მრავალი სახის ცოდნა დააგროვეს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცოდნა ბავშვურ ცოდნასავით მხოლოდ გრძნობად შეგრძნებებს ეუფლება. თუ გვინდა რეალურ ცოდნას დავეუფლოთ, აუცილებლად უნდა გარდავიქმნათ. ჩვენი არსებობის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ შემეცნების უმაღლეს მდგომარეობამდე. პირველ რიგში ჩვენ, ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და თავის შეცნობით კი თუ საერთოდ გვინდა, რომ შევიცნოთ, შევიცნობთ იმას, როგორ უნდა შევიცნოთ იგი.

კითხვა: და ეს ცოდნა მაინც გარედან უნდა მოვიდეს?

პასუხი: დიახ, როდესაც მზად ვართა ახალი ცოდნისათვის იგი მოვა ჩვენთან.

კითხვა: ჩვენ შევძლებთ ჩვენივე ემოციების შეცვლას?

პასუხი: ჩვენი მანქანის ერთ ცენტრს არ შეუძლია მეორე შეცვალოს. მაგალითად: ლონდონში მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს _ აქაური ამინდები და განწყობილება მთრგუნავენ და მაწუხებენ: ინდოეთში კი თავს კარგად ვგრძნობ. ამიტომ ჩემი გონება მკარნახობს თავის დავაღწიო ამ ნერვიულობას და ინდოეთში წავიდე, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ტროპიკებში მუშაობა მიჭირს, ლონდონში კი ბევრს ვმუშაობ, ამიტომ იქ შემაწუხებელი იქნება სხვა მიზეზი. როგორც ხედავთ, ემოციები განსჯისგან დამოუკიდებლად არსებობენ და შეუძებელია ერთით მეორე შეიცვალოს.

კითხვა: რა არის ყოფიერების უმაღლესი მდგომარეობა?

პასუხი: არსებობს ცნობიერების რამოდენიმე მდგომარეობა.1. ძილი, რომელშიც ჩვენი მანქანა, სუსტად, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს.2. ღვიძილის, სიფხიზლის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს ორი მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ასე თუ ისე იცნობს.3. ეს არის ცნობიერება, რომელსაც თვითცნობიერებას ვუწოდებთ. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის თავსაც და თავის მანქანასაც. ჩვენ ამ ცნობიერების ანარეკლებს ვიცნობთ, მაგრამ მხოლოდ ანარეკლებს. არსებობს მომენტები, როდესაც თქვენ აცნობიერებთ არა მარტო იმას, რომ მოქმედებთ, არამედ იამსაც, რომ ეს თქვენ თვითონ მოქმედებთ. თქვენთვის ამ მომენტში არის არა მხოლოდ ,,მე” და ,,აქ,” არამედ იმასაც შეიგრძნობთ, რომ ,,მე ვარ აქ.” ასეთ მომენტში ხედავთ არა მარტო თქვენს წყრომას, არამედ შეიგრძნობთ აგრეთვე თქვენს გამწყრალ ,,მე” -ს თუ გნებავთ ამას თვითხსოვნა უწოდეთ;

როდესაც სრულად და ყოველთვის აცნობიერებთ ,,მე”-ს და აცნობიერებთ იმას, როგორია იგი და რას მოქმედებთ, თქვენ აცნობიერებთ თქვენსავე თავს. თვითცნობიერება წარმოადგენს მესამე მდგომარეობას.კითხვა: ეს ალბათ უფრო ადვილია, როდესაც ადამიანი პასიურია.პასუხი: ადვილია, მაგრამ უსარგებლო. მანქანას მუშაობის დროს უნდა დააკვირდეთ. არსებობს მდგომარეობა მესამე მდგომარეობის მერე, მაგრამ ახლა არ არის ამაზე ლაპარაკის აუცილებლობა. სრულყოფილი ადამიანი არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც მიაღწია უზენაეს ყოფიერებას. დანარჩენი ადამიანები კი არიან მხოლოდ ადამიანის ნაწილები. აუცილებელი გარედახმარება შეიძლება მოვიდეს იმ სკოლის მასწავლებლიდან ან მოძღვრებიდან, რომელ სკოლასაც მე ვეკუთვნი. თვითდაკვირვების ამოსავალი წერტილებია:

 1. ჩვენ არ წარმოვადგენთ მთლიანობას.2. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს თავს - ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს საკუთარ მექანიზმს.3. ჩვენ არ ვიხსენებთ ჩვენს თავს; როდესაც ვამბობ, რომ მე ვკითხულობ წიგნს, მაგრამ არ ვაცნობიერებ, რომ მე ვკითხულობ, ეს არ არის თვითხსოვნა.

კითხვა: ყველაფერი ეს ცინიზმით არ მთავრდება?

პასუხი: მართალი ხართ. თუ იმაზე შორს არ ხედავთ, რომ ყველა ადამიანი და თქვენ თვითონაც მანქანა ხართ, უბრალოდ, ცინიკოსი გახდებით, მაგრამ თუ გააგრძელებთ მუშაობას და უფრო შორს წახვალთ, მაშინ შეწყვეტთ ცინიკობას.

კითხვა: რატომ?

 პასუხი: იმიტომ რომ მოგიხდებათ არჩევანის გაკეთება. მოგიხდებათ გადაწყვიტოთ: დარჩებით აბსოლუტურ მექანიკურ არსებად თუ გარდაიქმნებით სრულიად ცნობიერ ადამიანად. ეს გზაგასაყარია, რომელზედაც ყოველთვის ლაპარაკობს ყველა მისტიკური მოძღვრება.

 კითხვა: თუ არსებობენ სხვა გზები იმის გასაკეთებლად რისი გაკეთებაც მე მინდა?

პასუხი: ინგლისში - არა. აღმოსავლეთში სხვაა. არსებობენ სხვადასხვა მეთოდები სხვადასხვა ადამიანებისთვის, მაგრამ მოგიხდებათ მასწავლებლის მონახვა. მოგიწევთ მარტომ გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს თქვენი საქმე. ეძებოთ გულით და ეს ძიება მიგიყვანთ მის ცოდნასთან თუ რისი გაკეთებაა საჭირო. იფიქრეთ ამაზე და მერე გაუდექით გზას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები