ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი გიორგი თუმანიშვილი

ადამიანი = კაცობრიობას

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ეს ტოლობა ერთი შეხედვით არაფრის მთქმელია და თან უტოლობაა, ვინაიდან ერთ მხარეს არის ერთეული, ხოლო მეორე მხარეს ერთეულთა უსასრულო რიცხვი, მაგრამ მის შინაარსობრივ მნიშვნელობაზე ფიქრისას მივხვდებით, რომ გარკვეულ ჭრილში ზუსტადაც რომ ტოლობასთან გვაქვს საქმე.

თითოეული ჩვენთაგანი დაიბადა, ამჟამად ცხოვრობს და ამ ტექსტს კითხულობს და რაღაც მომენტში აღარ იქნება. ეს მეხება მე, შენ, მას და მთლიანად იმ კაცობრიობას, რომელიც ამ კონკრეტულ, მოცემულ წამს ცოცხალია.

გააზრება იმისა, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ, არ მოსდევს ადამიანს დაბადებისთანავე, მისი განცდაც ინდივიდუალურია. შეიძლება ადამიანთა ნაწილს საერთოდ არასდროს ჰქონდეს ცხოვრების განმავლობაში ასეთი განცდა. განცდის არ ქონა თავის მხრივ არ ცვლის არგანცდილის არსებობის მოცემულობას. ის ვინც არ განიცდის რომ ნავშია, უბრალოდ ვერ ხედავს ზღვას.

ადამიანი = კაცობრიობას... ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ...  - ამ ტოლობისა და ალეგორიული მოცემულობის გააზრება ადამიანს გვრის გარკვეულ განწყობას, ჩემთვის ეს განწყობა არის უსაზღვრო სტაბილური სევდა და ყოველი ახალი შეგრძნების მიმართ სიხარული, სიყვარული იმ მოცემულობების, რომლებიც ჩემ გარშემოა, იქნება ეს უბრალოდ ამინდი, მცენარე, ცხოველი თუ ადამიანი, რომელსაც ვიცნობ ან რომელსაც არ ვიცნობ.

წარმოვიდგინოთ, რომ სულ რაღაც რამოდენიმე შემოდგომაში, მაქსიმუმ კი რამოდენიმე ათეულ შემოდგომაში, არც ერთი ადამიანი, ვინც კი დღევანდელ დღეს ვცოცხლობთ, ვინც გვიყვარს/გვძულს/გვენატრება, მათ შორის ჩვენც... აღარ ვიქნებით...

ღრმა სევდა... და სიხარული თუნდაც ამ წამის და იმის გააზრების, რომ დღეს მე ვარ! მე ვცოცხლობ! ადამიანთა ნაწილი, რომელიც ჩემთვის ღირებულია დღეს ასევე ცოცხლები არიან! მე შემიძლია ჩავეხუტო მათ, მოვეფერო, მივცე სიყვარული, დავეხმარო, ხელი გავუწოდო, ვესაუბრო (შეიძლება ხვალ ან მე ან ის აღარ ვიყოთ)...

ყველანი ერთ ნავში ვართ... ამის გააზრება გულისხმობს კოოპერაციას. ერთად შენებას, ერთად დადგომას, ურთიერთდახმარებას...

ღირებულებებზე საუბრისას, პროგრესზე, რეგრესზე თუ სხვა რამეზე, მმართველთა და მართულთა უმრავლესობას არ მოსდის თავში ის, რომ მთელი კაცობრიობა დღევანდელ დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სხვათა მუდიმივი უგულვებელყოფა და ბატონობა სადაც დომინანტია მხოლოდ საკუთარი ინტერესი.

ადამიანი = კაცობრიობას... ყველანი ერთ ნავში ვართ... ნავი=დედამიწა... გაუაზრებლობა გამოიწვევს კაცობრიობის კოლაპსს და ადამიანთა რიცხოვნობის შემცირებას.

ადამიანის, როგორც სახეობის გადარჩენა, მისი შემდგომი სრულყოფა და განვითარება ეფუძნება ზუსტად ამ ორი ტოლობისა და ერთი ალეგორიის გააზრებას.

ამ დღეების ქართული ინტერნეტ ქრონიკიდან:

,,ქინძი... სამართალდამცველებმა სცემეს ადვოკატი... გაუნაყოფიერებელო სპერმატოზოიდო... ეს დედამოტყნული რას ბჟუტურებს... მაშინ პირში რომ იღებდა რატომ არ ამბობდა არაფერს? შენი ქოცი დედამოვტყან! ნაცბანდას ცოცხები უნდა გათხარო ტრაკში’’...

ეს ჩვენთან, 99% მართლმადიდებელ ქვეყანაში, სადაც ვმარხულობთ, პირჯვარს ვიწერთ გუმბათის დანახვისას...

გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი...

გიყვარდეს მტერი შენი...

სიყვარულის ნაკლებობა არის ის, რაც გვამყოფებს ასეთ ყოფაში, ხოლო თუ ეს ყოფა ის არის რაც ყველას გვინდა, მომიტევეთ რომ დაგახარჯინეთ დრო ამ სტატიის კითხვაზე.

სიყვარულის ნაკლებობის აღმოფხვრა შესაძლებელია. აუცილებელია. ჰარმონიისთვის, ბედნიერებისთვის.

ადამიანი = კაცობრიობას... ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ... ნავი=დედამიწა.

სულ რამოდენიმე ან მაქსიმუმ რამოდენიმე ათეული შემოდგომა გვაშორებს არყოფნას...

გიორგი გ. თუმანიშვილი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები