ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Mamuka Kobaladze

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა!!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ბევრი მომისმენია როცა კითხულობენ რა მოხდება ბოლოს, ყველა დავიხოცებით და ასე შემდეგ, ბოლოს კი ნანუკა ჯორჯოლიანის გადაცემაში მოვისმინე როცა ერთ ბიჭს კითხა - გჯერავს მეორედ მოსვლისო.    ასევე ნანუკა ჯორჯოლიანმა თქვა რომ შეიძლება ეხლა ღვთისნიერი ვინმე გვიყურებდესო ის ვინც ფიზიკაში ერკვევაო, ეს ნანუკა ჯორჯოლიანს სულიწმინდამ ათქმევინა, თუმცა თვითონ ნანუკას რომ კითხო სულ სხვა რამეს უპასუხებს ამაზე ვიცი რადგან სულიწმინდა როცა ადამიანს იყენებს იმ დროს ადამიანი იმაზე არ ფიქრობს რაც ღმერთსააქვს ჩაფიქრებული არამედ თავის იდეოლოგიით არის გონებით მიმოფანტული.

ძალიან მარტივია პასუხი,წაიკითხეთ ბიბლია და უბრალოდ ირწმუნეთ იქ რაც წერია ყველაფრის და დაიჯერეთ.

მოკლედ რომც არ გეჯეროთ მეორედ მოსვლის ან ჯოჯოხეთი არსებობს თუ არა და სამოთხეც არსებობს თუ არა.  ეს არაფერს შეცვლის საერთოდ სულიერ სამყაროს არსებობაზე, საერთოდ რწმენა იმისთვის არსებობს დღეს რათა არჩევანი მივიღოთ ადამიანებმა, ერთ დღესაც რწმენა და იმედიც განქარდება, რადგან ვისიც გვწამს ვიხილავთ მას ერთ დღესაც და ვისი იმედიც გვაქვს ის ერთ დღესაც მოვა და სულ მათთან იქნება ვინც მის მოლოდინში იყო ანუ ლაპარაკი მაქვს ღმერთზე იესო ქრისტეზე.

რათქმაუნდა ასევე გადარჩება ის ვინც ღმერთი სწამდა და ცდილობდა ღმერთის ნებით ეცხოვრა, ხოლო ვინც ირწმუნა და არ იცხოვრა ღმერთის ნებით ასეთები რათქმაუნდა საუკუნო ცეცხლის ტბაში იქნებიან ჩაგდებულნი. 

მაშ ასე მოდით გადავავლოთ თვალი ბიბლიიდან ცოტა ოდენე ამოწერილ ადგილებს და დავფიქრდეთ ამის მერე საკუთარ ცხოვრებაზე _________________________________________________________________________________________

ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!”სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. /რომაელთა 8:12,13,14,15,16/

აჰა,მოვალ მალე

და მითხრა მე: “ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი”. სული და სასძლო ამბობენ: “მოდი!” გამგონემაც თქვას: “მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამის დამმოწმებელი ამბობს: “ჰე, მოვალ მალე!” ამინ. მოდი, უფალო იესო. 

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმიდასთან. ამინ.

 

ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში./გალატელთა მიმართ 3:26,27,28

იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა./იოანეს სახარება 1:10,11,12/

 

ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.1 იოანეს 4:19,20,21

ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ სოფელს.ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია.ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის.ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული? 1 იოანეს 3:13,14,15,16,17

ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს.1 იოანე 5:12

 

შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ!1 იოანე 5:21

 

იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ. ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც სასანთლის შუქი და არც მზის ნათელი, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 22:4,5

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები