ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ნათია გულუა

სიყვარულის თემა ბულგაკოვის რომანში „ოსტატი და მარგარიტა"

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

  ისტორია ოსტატსა და მარგარიტაზე – რომანტიკული სიყვარულის ისტორიაა. მსგავსი ისტორიები ჩვენ გვახსოვს  რომეო და ჯულიეტაში, ტრისტანსა და იზოლდაში, რუსლან და ლუდმილაში. ისევე როგორც მისი დიდი წინამორბედები, ბულგაკოვი წერს  მაღალ და ლამაზ ადამიანურ გრძნობებზე – სიყვარულზე და ამ გრძნობის მიმართ უაზრო წინააღმდეგობაზე.

   ბულგაკოვის პერსონაჟების  ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება იყოს რეალური გრძნობა: ოსტატის მარცხი დიდ ტანჯვას ანიჭებს არა მხოლოდ მას, არამედ მის შეყვარებულსაც. ოსტატის წასვლა მძიმე დარტყმა იყო მარგარიტასთვის. იგი დებს გარიგებას სატანასთან, რათა დაიბრუნოს თავისი სიყვარული.

   მთავარი მიზანი ლიტერატურული ხელოვნების ადამიანში მაღალი მორალური თვისებების განვითარება და სილამაზის ფორმირება ადამიანთა გრძნობაში. ბულგაკოვის რომანის კითხვისას ჩვენ აღმოვჩნდებით საოცარ სამყაროში, სადაც თითოეული გვერდი ნათელი მაგალითია იმისა,  სად მიგვიყვანს მორალური განადგურება და საზოგადოების დეგრადაცია. ამავე დროს, ეს ნაწარმოები  – ნამდვილი ენციკლოპედიაა  მორალის და კაცობრიობის, ნამდვილი გრძნობების, გულწრფელობის, სიკეთის და სიყვარულის.სიყვარული და პატიება – კონცეფცია როგორც ქრისტიანული ასევე საყოველთაო. „ოსტატი და მარგარიტის“ ავტორისთვის ეს ცნებები ძირითადი ცხოვრების პრინციპებია. სწორედ ამიტომ, ეს პრინციპები საფუძვლად დაედო რომანს. თამამად  შეიძლება ითქვას, რომ ეს რომანი სიყვარულზე და ცხოვრების აზრზეა, არაადამიანურ ბოროტებაზე და ამავე დროს სინათლისა და სიკეთისკენ სწრაფვაზე.

   სიყვარული – ეს არის ის, რაც რომანის უნიკალურ აურას გადმოგვცემს. რომანტიული სიყვარული, სიყვარული  მიწიერი, ხორციელი და პოეტური – ეს არის ძალა, რომელიც მართავს მოვლენებს რომანში. სწორედ მის გამო ხდება ყველაფერი. სიყვარულის წინაშე ქედს იხრის ვოლანდი და მისი ამალა. წიგნის გმირებმა საჩუქრად მიიღეს ტრაგიკული და მარადიული სიყვარული რომელიც ეხმარება მათ გადარჩენაში და გაიმარჯვებაში.

   „ხელნაწერები არ იწვის“, - თქვა ვოლანდმა. ისევე, როგორც მისი რომანის გმირი, ბულგაკოვმა სცადა დაეწვა ხელნაწერი მაგრამ ამან არ მოუტანა მას სიმშვიდე, ნაწარმოებმა განაგრძო ცხოვრება არამიწიერი სიყვარულის გამო გმირების ერთმანეთთან სიყვარულმა, ავტორის სიყვარულმა მათ და თავის ნაწარმოების მიმართ.

    მარგარიტა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად ყველაფერზე მზადაა. როდესაც ვოლანდი ეკითხება მარგარიტას  იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს მისთვის, მან უყოყმანოდ მოითხოვოს შეხვედრა ოსტატთან.

    ბულგაკოვის რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ უნიკალურია. მან გააოცა მკითხველი და კრიტიკოსები თავისი ექსტრავაგანტულობით. სამ სიუჟეტურ ხაზს  აღწერს: ისტორიას პონტოელ პილატეზე, ფანტასტიურ სატირულ ქმედებებს ვოლანდის და მისი ამალას, და ბოლოს, ლირიკულ ხაზს – ოსტატის სულიერი განცდების.

    დიდი კამათი მიდის ამ რომანის ჟანრის შესახებ. იმიტომ რომ, ეს ნაწარმოები აერთიანებს სხვადასხვა  ლიტერატურულ ჟანრს: ფილოსოფიურს, ისტორიულს, სატირას, სასიყვარულო მელოდრამას, მისტიკას და ფანტასტიკას. მაგრამ ისტორია ოსტატსა და მარგარიტაზე – რომანის მთავარი სიუჟეტი . მასთანაა დაკავშირებული რომანის მთელი მრავალფეროვნება.

       ბულგაკოვის მთავარი გმირი - ადამიანია სახელის გარეშე.მან ორჯერ თქვა უარი მასზე:პირველად როდესაც მიიღო მეტსახელად ოსტატი,რომლითაც მიმართავდა მარგარიტა.შემდეგ კი როდესაც აღმოჩნდა პროფესორ სტრავინსკის კლინიკაში, სადაც მას მიმართავენ როგორც “ ას მეთვრამეტე ნომერი პირველ საცხოვრებლიდან“     ოსტატის სურათი შეიცავს ბულგაკოვის ავტობიოგრაფიულ შტრიხებს.ის არის ოცდათვრამეტი წლის.ბულგაკოვი,როდესაც რომანის წერა დაიწყო,ამავე ასაკის იყო და იმავ წელსვ გაიცნო მომავალი მეუღლე.სტრავინსკის კლინიკაში ოსტატი უყვება ბეზდომნის რომ ადრე ის იყო პროფესიონალი ისტორიკოსი,მუშაობდა მუზეუმში,ჰყავდა ოჯახი(რაც ემთხვევა რომანის ავტორის წარსულს).შემდეგ ნაწარმოების გმირი შემთხვევით იგებს ლატარიას რის შემდეგადაც ტოვებს სამუშაოს მუზეუმში,იღებს ბინას არბატის სარდაფში და იწყებს რომანის წერას პონტოელ პილატეზე.ამავე დროს იგი შეხვდა მარგარიტას.       პირველად ოსტატი ჩნდება რომანში მეთერთმეტე თავის ბოლოს და უფრო დეტალურად აღწერილია მეცამეტე თავში. ბულგაკოვი აღწერს მას, როგორც კაცი "მკვეთრი ცხვირით, შეშფოთებული თვალებით ... დაახლოებით ოცდათვრამეტი წლის“.ოსტატისთვის და, აგრეთვე, როგორც ბულგაკოვისთვის მწერლობა მთელი ცხოვრების აზრია.       ნამდვლილი მწერლისთვის ყველაზე ძნელი ის არის როდესაც არ გაქვს იმის საშუალება რომ თავისუფლად გამოხატო შენი აზრები.ეს პრობლემა შეეხო ერთ-ერთ რომანის მთავარ გმირს- ოსტატს.ოსტატი წერს რომანს პონტოელ პილატეზე როდესაც ოცდაათიან წლებში   დამახასიათებელი იყო ღმერთის უარყოფა.      ოსტატის ტრაგედია იყო იმაში რომ ცდილობდა სახელის მოხვეჭას ფარისევლურ და მშიშარ საზოგადოებაში.რომანის დაბეჭდაზე ვარს ეუბნებიან.გაზეთებში რომანის მიმართ ბევრი კრიტიკა დაიწერა.ოსტატს გულში შიში და სასოწარკვეთილება გაუჩნდა.მან იფიქრა რომ რომანი მისი ყველა უბედურების მიზეზია და ხელნაწერი დაწვა.

      ერთადერთი ადამიანი, ვინც მასზე აღფრთოვანებული იყო, არის მარგარიტა.რომანში ამ პიროვნებასთან არის დაკავშირებული ჭეშმარიტი სიყვარული,თავისუფლება.მაგრამ თავიდანვე  მარგარიტა არ  არის აღწერილი ნაწარმოებში.ჯერ ბულგაკოვი აღწერს ოსტატის განცდებს,მწუხარებას ნამდვილ სიყვარელზე.და ბოლოს და ბოლოს ხდება საბედისწერო შეხვედრა-ოსტატი ხვდება თავის მუზას.      მთელი მისი ცხოვრება ოსტატთან შეხვედრამდის მარგარიტა იყო უბედური.მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება იყო საკმაოდ უზრუნველყოფილი და ბევრს მისი შურდა.მარგარიტას ჰყავდა მოსიყვარულე ქმარი-შესანიშნავი პიროვნება რომელსაც  მაღალი თანამდებობა ეკავა და შეეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა მისი მეუღლე.მაგრამ მარგარიტას აკლდა მთავარი-სიყვარული,სითბო-ის,რაც მისცემდა ცხოვრების აზრს.       მე ვფიქრობ,მარგარიტა გრძნობდა რომ ეს მისი საბოლოო ბედი არ არის.შეხვედრა ოსტატთან მისტიკურ ხასიათს ატარებდა.პირველივე ნახვით მიხვდნენ  რომ მათ მაშინვე  ერთმანეთი შეუყვარდათ. მარგარიტა გახდა რომანის გმირის მუზა.მისი წყალობით ოსტატმა დაწერა დიდებული რომანი.მარგარიტა ყოველთვის ერთგული იყო თავისი სიყვარულის.კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,სიყვარულის ერთგული.ამიტომ,მე ვფიქრობ,რომ მისი საიდუმლო ცხოვრება ოსტატთან როგორც ღალატი განხილული არ უნდა იყოს.ისიც არ დაგვავიწყდეს რომ არა მხოლოდ მას გაუწია ერთგულება არამედ მის რომანსაც.      სატანაც აღფრთოვანებული იყო მისი ერთგულებით და გულუხვად დააჯილდოვა.მხოლოდ მარგარიტას მეშვეობით ვოლანდმა ფერფლიდან აღადგინა რომანი ფრაზით:"ხელნაწერები არ იწვის."       ოსტატმა უღალატა თავის რომანს, უარი თქვა თავის რწმენაზე და მის შეყვარებულზე.იმიტომ არ იმსახურებს “ნათელს„დაჯილდოება მისი შეეძლო მხოლოდ სატანას რომელმაც აჩუქა მას მარადიული სიმშვიდე.მარგარიტამ კი თავიდან ბოლომდე ოსტატის ბედი გაიზიარა.       ეს სურათი გახდა განსახიერებაა ჭეშმარიტი ერთგულების, სიყვარულის, ქალურობის, შთაგონების რუსულ ლიტერატურაში მე -20 საუკუნეში.

     მხოლოდ ოსტატსა და მარგარიტაზე ბულგაკოვმა, როგორც მას ეგონა, მან დაწერა ბედნიერი დასასრული: მათ ელით მარადიული სიმშვიდე მარადიულ სახლში, რომელიც ოსტატს მისცეს ჯილდოდ. შეყვარებულები სიჩუმით დატკბებიან, მათთან მოვლენ ისინი ვინც მათ უყვართ. ოსტატი დაიძინებს ღიმილით და მის ძილზე მუდამ იზრუნებს მარგარიტა. და მაინც, მხოლოდ სიყვარული, რომელმაც ამდენი ტკივილი მოიტანა, ეხმარება ოსტატსა და მარგარიტას ყველა სირთულეს წინააღმდეგობა გაუწიოს. სიყვარული ასუფთავებს და გარდაქმნის მათ.საბოლოოდ ისინი თვითონ ემსგავსებიან იეშუას. ასე ბულგაკოვი ყველას ერთად აკავშირებს.

         „ვინც გიყვარს იმისი ხვედრი უნდა გაიზიარო...“

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლ მაკარტნი Carpool Karaoke-ში სტუმრად [video]

კომენტარები