ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

,,ქიცი და ქიცმაცური" – 2016 (მეგობართან ღამის საუბრებიდან)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მაშ ასე, 2016 წელი კარს მოგვადგა! საქართველოს გზააბნეულმა ტივმა, ნიუ-ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის ბრძნული სარდლობით უძრაობის ობმოკიდებულ ნავსადგურში შეცურა. თამადა ბიძიები, ტოტალიტარული დეიდები და მოხუცებული ახალგაზრდები ჩამყაყებულ ჭაობში მაძღარი და უღიმღამო არსებობის საბოლოოდ დაკანონებას, ანუ არჩევნებისთვის მზადებას შეუდგნენ – მიდის შედარებით ,,ცელკა ელიტის“ გამალებული მოსყიდვა ნაირნაირი ბენეფიტებით: ზოგი გირჩდება, ზოგიც ბურჭულავდება, თავისი წილი ელექტორატის წასაღებად მზადყოფნაში არიან ,,ალასას გარიყულნი" თუ ,,ჩერნოვეცკის მოხუცებულნი", ჩასაფრებაში სხედან ნინოია-რუსის, ცელქი ირმუცასა და მირონდმდინარე ,,შერჰანის“ წითელრაზმელებიც.

   გარდამტეხი 2016 დგება!.. შემგუებლები საფინიშო სწორზე გავიდნენ და, როგორც მათ ჰგონიათ, ამ წელს უნდა მოხდეს მორიგი უზრუნველი და ,,ძეხვუხვი“  ოთხწლიანი ციკლის ოფიციალურად გაფორმება... გაწბილებული მოსახლეობის 70% კი ვინმემ უნდა დააბოლოს... როგორც ჩვენ საყვარელ ,,კაპიტანჩოს“ –  ნიუ-ლეონიდეს უყვარს ხოლმე თქმა – შუა უნდა გაიკრიფოს და ,,20/30“ ფანტაზიის ,,პელე-ჰიპნოზი“ კვლავ მომხიბვლელ სურრეალისტურ ოცნებად უნდა დარჩეს. აქვე დავძენდი – ბებიათქვენისამ-თქო, მაგრამ ჯერ ადრეა...  

   ასეა თუ ისე, ,,ელიტამ“ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა, ვარდისფერი სათვალე მოირგო და ხელისუფლების ნასუფრალით შეზარხოშებული ხელოვანები, ,,პროვინციული შედევრების“ შექმნას მიეცნენ. ჩვენ თვალწინ, ურცხვად მიმდინარეობს თბილისის ,,მოწინავე“ ინტელიგენციის ,,პუტანიზაციის“ პროცესის ლამაზად შეფუთვა, ,,ღამის პეპლებისთვის“ სასაქონლე სახის მიცემა – ე.წ. ,,ტრაქტორისტების“ გაქათქათებისა და დარღვეული ქალიშვილობის აღდგენა. მეგობრებო, ,,შეურიგებელი და ბობოქარი ლაბორანტებისა“ თუ სხვა ,,მეპროტესტე-კონფორმისტების“ ,,გაცელკება-გაპრავების” წელი მოგვიახლოვდა – გიხაროდენ!

   ,,პრადვინუტები“, უკვე მერამდენედ, ვაზელინით გაპოხილ თმებს გადაივარცხნიან, თავზე ძეხვის გვირგვინს შეისწორებენ და ლაფში ღრუტუნს საყვარლად გააგრძელებენ... უმცირესობის მოწამეობრივი გვირგვინით შემკული, ,,დევნილი“ პოლიტიკოსებიც პარლამენტში კარგად ანაზღაურებადი, ოთხწლიანი საკურორტო სეზონისთვის და ,,მართალი“ კრიტიკისთვის ემზადებიან. ჩვენ კი დიაზეპამივით დამაშვიდებელი ნარატივით გაგვაბრუებენ: ,,აბა, რევოლუციის გზა დამღუპველია! ჩვენ ვიბალახებთ, თქვენ უხმოდ ეგდეთ და ჩვენი ცოხნით დატკბით – უჯიშოებისთვის ესეც საკმარისია! არც რუსეთის განაწყენება არ გვინდა – მერე რა, რომ ვიღაცეებს ყოველდღიურად იტაცებენ... ჩვენ ხომ ვართ თბილად და ტკბილად...“ – აქაც იგივეს დავაყოლებდი – ბებია გიჭყავით-თქო, მაგრამ ჯერ კვლავ არ დამდგარა დრო...    

   რაღა ბევრი გავაგრძელო და პირდაპირ გეტყვით, განსაკრთომლებო, არ გამოვა, არაო, მელა გაუმაძღაროო... თუ რა მტკივნეულად სრულდება თბილისის ,,ელიტის“ მოსყიდვა, თუნდაც წინა ხელისუფლების გამოცდილებიდან ყველამ კარგად ვიცით – კრახი გარდუვალია, ნაგვის ზედაპირზე ტივტივი დიდხანს ვერ გასტანს – ტივი მაინც დაიძირება...

   ამიტომ გირჩევ, ჩემო ,,ძეხვმოყვარე ძმაო“, დაასწარი სანტას, დროზე დაიკავე რიგი გაძვალტყავებული ხალხისთვის სულის ამოხდის ხარჯზე გაწყობილ სუფრასთან – ეგებ პრემიებისა თუ დანამატების, სახელისუფლებო ,,შემწეობისა” თუ მთავრობის ,,მოწყალების", ,,პროგრესული“ პროექტებისა და ,,ჰაი“-წამოწყებების მადლი შენზეც გადმოვიდეს. დროზე გაძეხი, დროზე – ჰადაჰა ერთი... იყოს – ორი წელიღა დაგრჩა... აქაც ძალიან მინდა ფუნთუშების კაიფი გაგიხანგრძლივო, მაგრამ იგივეს გამეორება მომიწევს – მეტი არ გამოდის, ბაბოი ტანემ რა!

   მაშ ასე, გაიღიმეთ მეგობრებო – ქართული ხალხური კალენდრით 2016-ი ქიცუნიებისა და ქიცმაცუნიების წელია – იბალახეთ საყვარლებო, იბალახეთ, ჯერ კიდევ დრო გაქვთ.

ახალ 2016 ქიჩმაჩის წელს გილოცავთ!

P.S.

  უდარდელი ბალახობა კარგია, მაგრამ ნწ და კიდევ ნწ, ამხანაგო მეძეხვეებო! თქვენ მიერ ღიად თუ შიშისგან მორცხვად შეფუთულ სიყვარულს – რუსეთს დაენძრა. ნავთობის ფასები აღარ აიწევს, აშშ წნეხს გააძლიერებს, თურქეთთან ბაქიბუქი კი მსოფლიოში უკვე საღადაო თემად იქცა.

   მართალია, ძეხვზე ჰეროინივით შეჯექით და უზრუნველი ბალახობა ასე გევასათ, მაგრამ ბებიათქვენისამ, აღარ გამოვა... როგორც ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩვენი ,,ღამის საუბრებისას“ ამბობს, იმდენად სუსტები ხართ, რომ ჩვენ უკვე ,,ცალკარობანას“ ვთამაშობთ.

   ჩემი მხრიდან კი დავამატებ – ჩვენ გავხდებით ,,ძაღლები“ ამასოფლისა!.. და არა იმიტომ, რომ ძეხვზე ვგიჟდებით ან თქვენი ადგილის დაკავებაზე ვოცნებობთ – არა, უბრალოდ, გვწამს და მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ ,,კატებს“ ყეფა არ შეუძლიათ, მხოლოდ – კნავილი. არც ფინია ძაღლებს ძალუძთ ყეფა, მხოლოდ – წკმუტუნი... მოკლედ – ,,კატების“ ყეფასა და ფინიების წკმუტუნს  – არა! (თვალისჩაკვრისსამაილიკი)

2015 წელი, 28 დეკემბერი. მეგობართან ღამის საუბრების შემდეგ დაწერა ზურა ოდილავაძემ

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები