ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ათი მცნების თანამედროვე ინტერპრეტაცია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

I. მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

თანამედროვე ინტერპრეტაცია: მე ვარ უსაკალელესი და უერთადერთესი, ყველამ თითო გულით დამილაიქეთ და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

 

II. მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ინტერპრეტაცია: კერპი შენი ჰქმენ რუსეთისგან, პუტინიდგან და სტალინისგან, აგრეთვე კერპნი შენნი არს მამაო, მამონა და თავი შენი: თაყუანი-ეც მათ და მსახურებდე მათ.

 

III. მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.

ინტერპრეტაცია: თვალებმინაბული დღენიადაგ იძახოდე: ,,უფალЬო, უფალЬო და აქებდე პატრიარქსა და მამაოსა.

 

IV. მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.

ინტერპრეტაცია: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათ-კვირა და გაუთავებელი დღესასწაული, და წმიდა-ჰყავ ისინი: ექვს დღე მცონარებასა შინა არაფერს იქმოდე, სცოდავდე, ხოლო შაბათ-კვირას მოინანიე, გადაიხადე და არხეინად გააგრძელე ცხოხვრება.

 

V. მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.

ინტერპრეტაცია: მამამან და დედამან შენმან მინიმუმ 40 წლამდე შეგინახოს, ,,ჩემი დედათი“ და ,,ბოიშვილივიყოთი“ მოიხსენებდე მათ.

 

VI. მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.

ინტერპრეტაცია: ქურდებსა და ყაჩაღებსა პატივს მიაგებდე – ,,ფულს სუნი არ უდის“.

 

VII. მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.

ინტერპრეტაცია: არა იმრუშო ცოლთან, მხოლოისა საყვარელთან ან პუტანებთან, ხოლო ცოლი იგი არს ფეხბანისა და  მორჩილებისთვის.

 

VIII. მცნება მერვე: არა იპარო.

ინტერპრეტაცია: მოპარე სახელმწიფოსა და გაღატაკებულ ხალხსა, აიღე ქრთამი – ,,ოჯახი შენი ხრამი არს“.

 

IX. მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.

ინტერპრეტაცია: მთელი დღე იჭორავე მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა და მოიძულე უცხო და განსხვავებული.

 

X. მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.

ინტერპრეტაცია: გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, ყანისა მისისა, მანქანისა მისისა, ყოვლისა საცხოვარისა მისისა, ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა – ,,შურია – პური ჩვენი არსობისა“.

 

ზურა ოდილავაძე. 2016 წელი, იანვარი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები