ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ა.გორელი

"მთავარია კაცობა"

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რატომ  ენიჭება სიტყვა „კაცობა“–ს ასეთი დიდი დატვირთვა ქართულ ენაში და რატომ არის ფართოდ გავრცელებული ისეთი გამონათქვამები როგორიცაა „კაცური კაცი“, „მთავარია კაცობა“ და რა აზრი უნდა დავინახოთ ამ საყოველთაოდ გავრელებულ ფრაზებში.

პრიმიტიულად თუ შევხედავთ შეიძლება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნები დავინახოთ  და დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს მასკულინისტურ  საზოგადოებასთან, სადაც უპირატესობა ენიჭებათ მამაკაცებს და ყველაფერს, რაც მამაკაცისათვის არის დამახასიათებელი.

ცოტა თუ ჩავუღრმავდებით ამ ფენომენს და ქართულ კოლტურას და ცოტა თეოლოგიური კუთხითაც შევხედავთ  მაშინ დავინახავთ, რომ კაცში იგულისხმება ისეთი მამაკაცი, რომელშიც  მისი პიროვნება გამოხატულად ბატონობს მის ბუნებაზე.  საკუთარ ბუნებისა და მისი იმპულსების მართვა ადვილი ნამდვილად არ არის.  ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევა და ძლიერი ნებაა საჭირო, ასევე ადამიანს გარკვეული სულიერებაც უნდა ჰქონდეს, გარდა ამისა იგულისხმება, რომ პიროვნება უნდა იყოს სიკეთისკენ მომართული, ბოროტად არ უნდა იყენებდეს თავის ძლიერ ნებას და ამასთანავე უნდა იყოს არაკომფორმისტი და ზნეობრივ საკითხებში უკომპრომისო. ასეთია ქართველისათვის მამაკაცის იდეალი.  ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ გამოდგება წმინდა გიორგის კულტი საქართველოში  და მისი ყველაზე გავრცელებული გამოსახულება– ხატი სადაც ის ცხენზე ამხედრებული ამარცხებს ურჩხულს.  ცხენი განასახიერებს ადამიანურ ბუნებას, რომელიც იმართება განწმენდილი და ძლიერი ნებით (წმინდა გიორგი) ხოლო ურჩხული განასახიერებს ბოროტებას, რომელიც ბრძოლით ითრგუნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანური ბუნება ექვემდებარება ღვთაებრივს.

მამაკაცად დაბადება არ არის საკმარისი და თუ მან ვერ შეძლო კაცურ კაცად ჩამოყალიბება იგი არსობრივად დიდად არ განსხვავდება ქალისაგან  და შესაბამისად კაცური კაცებიც იმიტომ არიან ასე დაფასებულები, რომ ყოველთვის ცოტანი იქნებიან და რაც ცოტაა და იშვიათია ის მეტად ფასობს, ადამინებისაგან დაფასებას იმსახურებს ასევე ის, ვინც იმას აღწევს რისი მიღწევაც ძნელია.

ქალის  შესაფასებლად იგივე საზომი არ გამოდგება რადგანაც ქალის და კაცის ბუნება და მათი დანიშნულება განსხვავებულია.  ქალის შემთხვევაში  ფასდება არა იმდენად ძლიერი ნება და თვითკონტროლი არამედ პირადი თავდადება, რაც თავის უმაღლეს გამოვლინებას დედობაში ჰპოვებს. აქედან გამომდინარეობს დედობის კულტი რომელიც არანაკლები ფენომენია ვიდრე ე.წ „კაცობა“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები