ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი თაკო საკანდელია

დუმილის საიდუმლო

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ოდესღაც უთქვამთ "დუმილი ოქროაო" მაგრამ ყოველგვარი სიბრძნე გამოცდილების გარეშე ხომ გაუგებარი ლაყბობაა. რომ დავუკვირდეთ, რატომ არის დუმილი, ბრძნად მეტყველებაზე უკეთესი მდგომარეობა?! საინტერესო და ერთი შეხედვით ალოგიკურია, აზრის მსგავსი ფორმულირება, მაგრამ თუ ამ ფრაზას გავშლით და ყოველდღიურობემდე დავიყვანთ ყველაფერი უკეთ გასაგები, მაგრამ ნაკლებად დიდებული ხდება. 

უდავოა, სიბრძნე კარგი რამეა, რთულად მოპოვებადი და შენარჩუნებადი, ყველა გამვლელს ვერ აიძულებ დაბრძენებას, ვერც დაფიქრებას აიძულებ, ზოგადად ვერავის ვერაფერს აიძულებ...

როცა განათლებული და კიდევ უფრო მეტად გულწრფელი ადამიანები გეუბნებიან "ერთი შეხედვით იმაზე ჭკვიანი ჩანხარ ვიდრე რეალურად ხარო"... უნდა მიხვდე რომ დუმილი შენთვის სასარგებლო და ხელსაყრელი მდგომარეობაა... როცა ეს იცი, სასურველია მეტყველებას დადუმება ამჯობინო. მეც უამრავი ადამიანი საუბრის დაწყებამდე იმაზე ჭკვიანი მეგონა ვიდრე აღმოჩნდა და ეს იმდენად მტკივნეული იმედგაცრუება იყო ჩემთვის, რომ ახლა ამის შესახებ ვწერ.

სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როცა ჰაერში გულწრფელობის გულწრფელი შიში ტრიალებს. ქვეყანაში, სადაც ყველა მხოლოდ ლაპარაკობს, ლაპარაკობს დაუსრულებლად, ლაპარაკობს უმიზეზოდ და უშედეგოდ, ლაპარაკობს ყველაფერზე, ლაპარაკობს დადებით და უარყოფით კონტექსტში, ლაპარაკობს გაუაზრებლად, ლაპარაკობს სისულელეს (და ჰგონია მაგარს ლაპარაკობს) ცხოვრება აუტანელი ხდება !

მაგრამ მაინც ვერ ისურვებ რომ ყველა ერთ მშენიერ დღეს დადუმდეს, უბრალოდ ლაპარაკი დაავიწყდეთ, რადგან ამ მოლაქლაქე არსებებში აუცილებლად გამოერევა ვინმე, ვინც დუმს. დუმს მაშინ, როცა უნდა ყვიროდეს, ვისაც ყველა უნდა უსმენდეს, მაგრამ ის დუმს! ეს დუმული ყველაზე მეტად აკლია გარემოს და ყველაზე მეტად ატკიებს ყურებს. დღეს სიტუაცია ისე აირია, იმდენად დიდი ქაოსია ირგვლივ, ისიც ჭირს გაარჩიო ვისი მოსმენა ღირს, შეუძლებელია ყაყანში დუმილი, თუნდაც ხმამაღლა ნათქვამი მოისმინო. ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობა იძულებულია ოპტიმისტი იყოს, ცხოვრება თავისთავად პესიმისტურია, თავისი სევდით, დროითი რეგლამენტით, სხვადასხვა ყოფითი პრობლემებით. ამიტომ, იძულებული ვართ, როცა ერთმანეთს ვუყურებთ დადებითი დავინახოთ და შეძლებისდაგვარად პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

მერე რა რომ ირგვლივ ქაოსია, ყველა ყაყანებს. ამ ყაყანით ზოგიერთი მათგანი ხეირსაც ნახულობს და ირგვლივ მყოფთა შორის განსაკუთრებული სახელით და სტატუსით სარგებლობს. მე ხომ ვიცი, ეს მაგარი ტიპები რეალურად როგორი ბანძები არიან! მერე რა, რომ ხშირად საკუთარ თავს და შესაძლებლობებს გადამეტებულად ვაფასებთ, მერე რა, რომ ჩვენზე უკეთესებს ვჩაგრავთ და ვცდილობთ მივჩქმალოთ, დავაკნინოთ, ეს ადამიანური მომენტია. მერე რა რომ ის, ვისი ხმაც საჭიროა, დუმს... არსებობენ ადამიანები ვინც მათ დუმილს ისმენს, და ის  ყველანაირ ყაყანზე მეტად ჟღერს, ყველა ყაყანზე მეტად მკვეთრად ისმის, ყველაზე მეტად ხმაურობს! და რაც მთავარია, ყველაზე მეტს ამბობს ! ალბათ, ამაშია დუმილის საუდუმლო !

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები