ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

ვირწმუნე იეღოველობა...

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

დაახლოებით 20 წლის წინათ მიადგნენ იეღოველები ერთ ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფს და დაუწყეს "გამხნევება" - ო, ბედნიერო მომაკვდავო, შენ ძალიან კარგ დროს მიდიხარ ამქვეყნიდან.

სიკვდილისათვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან არმაგედონი მოდის გიგანტური შაგებით :) მაშ, ნუღარ გინდა ექიმები და წამლობა.

საწრაფოდ მოკვდი და მალე აღდგები ბედნიერად.

ჩქარა მოკვდი, ნუ გეშინია...

15 იეღოველი ადგა თავს და გაუთავებელი კრიახით ურჩევდნენ სიკვდილს და იმქვეყნად წასვლას.

გამწარდა ისედაც გამწარებული სნეული და შვილს დაუძახა: შვილო, მოიტა თოფი და 15 ტყვია, ჯერ ესენი უნდა დავხოცო და წავიმძღვანო. 

მერე მეც წავალ! 

მეც მინდა გაგაგონოთ ჩემი მოწოდება:

ამდენი გამოთაყვანებული ვართ ამქვეყნად, ამდენი ყეყეჩი.

ავი და კარგი ვერ გავირჩევია და არც საიმისო პირი უჩანს, რომ მცირედით მაინც გაგვინათდება გონება.

მოდით ჩავიტაროთ კოლექტიური ჰარაკირი.მხოლოდ ახალგაზრდები დავტოვოთ და ვაცალოთ ყოფნა.

ჩვენ კი, იმის იმედად, რომ შემდგომ დაბადებებში გვეშველება რამე, - წავიდეთ ამქვეყნიდან, ნუღარ ვამძიმებთ ქვეყანას და ნუღარ შევუშლით ხელს მომავალთ!

 

ესაა ჩემი მოწოდება.

 

 

დიდი ვაჟაც დაგვეთანხმება:

უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,

უქმად საფლავში სწვებითა.

დაჰკარგავთ სააქაოსა,

ვერც საიქიოს სწვდებითა.

არ იცით, დასჩნდით რისადა,

ან რისათვისა ჰკვდებითა!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები