ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

სატორი. საეჭვოდ ცოცხლები...

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ჩვენ ორნი ვისხედით ახლომყოფ სხვათაგან ძალიან შორს...

ვფიქრობდით უფრო დიდ და დიად სიშორეზე, რომელიც ახლოს იყო და უსიტყვოდ ვსაუბრობდით იმ, დიად, ახლობელ სიშორეზე.

მესამე შემოვიდა, რომელიც ბავშვი დავტოვეთ შორს და ახლოს, - სხვებთან.

შემოვიდა და ზრდასრული იყო.

მას ჩვენთან ერთად უნდოდა სიშორეში და მზად იყო იმ, დიდ სიშორეზეც ეზრუნა.

მესამეს ადევნებული მისი თანატოლების ბავშვური ჟრიამული გაისმა.

ისინი მესამეს ადევნებულები შემოვიდნენ ღვარად.

 

კეთილი ბავშვები იყვნენ და ეძებდნენ მესამეს, რომელიც მათი თანატოლი იყო, მაგრამ უცებ ჩვენი ხნის გახდა.

 

მათ გადაირბინეს ჩვენს შორის ბავშვური სიცელქით და ვერ შეამჩნიეს ჩვენი იქ ჯდომა.

 

მაშინვე, საეჭვოდ ცოცხალი შემოვიდა და ჩვენი, მისთვის საეჭვო და ჩვენთვის უეჭველი ცოცხლადყოფნა შეამოწმა.

მე ვთქვი - სხვა დროისთვის გადავდოთ ბრაჰმან.

- კარგი, მე ჩემს უეჭველ ცოცხლებთან წავალ და შენ დაბრუნდი შენს საეჭვოდ ცოცხლებთან.

მალე ვიქნებით აქ...

მესამე უკვე ჯერ ვეღარ ჩანდა.

მე დავბრუნდი ახლოს, საეჭვოდ ცოცხლებთან.

გამახსენდა:

"რაღაც ამაზე ღრმა, რაღაც უფრო დიდი,

გამოუცნობი დარჩება მარად..."

და შიგნით გამიელვა - არა, გალაკტიონ - არა,

ის აუცილებლად გამოიცნობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები