ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Groove

სიცოცხლის “სიწმინდე” და სუიციდი.

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ძალიან ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ რომ სიცოცხლე ეს ერთგვარი “ძღვენია”, სიცოცხლე ეს არის საფუძველი, ფუნდამენტი - იყო ბედნიერი, ხშირად აფიშირებენ რომ აბორტი დანაშაულია, რადგანაც ეს მკვლელობაა, ეს იმ სიცოცხლის მოსპობაა რომელიც ჯერ არც კი ჩამოყალიბებულა სიცოცხლედ და მას აქვს სრული უფლება, ხელშეუხებელი უფლება - სიცოცხლის უფლება, მაგრამ რატომღაც არავინ ფიქრობს მონეტის მეორე მხარეზე - დააძალო რაიმეს არსებობა ეს არის ყველაზე ეგოისტური, ყველაზე სასტიკი ქმედება, რადგანაც არ იცი შენი ფუნდამენტიდან რა გამოცხვება, შენ ერთგვარ რისკზე მიდიხარ, აიძულებ ერთ პატარა ღეროვან უჯრედს კომპლექსურ ბიოლოგიურ მანქანად და ამასთანავე პიროვნებად იქცეს, ამ დროს რატომღაც არავინ ფიქრობს მეორე მხარეზე, იქნებ მოავლინო ამ ქვეყნად კიდევ ერთი ცოცხალი არსება ეს ყველაზე დიდი ეგოიზმია? იქნებ აიძულო რაიმეს სიცოცხლე ეს ყველაზე დიდი დანაშაულია? აიძულო მას იტანჯოს, განიცადოს, იმედები გაუცრუვდეს, იარსებოს სამყაროში რომლის საფუძველიც ქაოსია? გახდეს ამ სასტიკი რეალობის ტყვე, იქნებ იმეტებ იმისათვის იყოს განსხვავებული, ყველასაგან მიტოვებული, ზურგშექცეული, სახლ-კარის არ მქონე, გულნატკენი, იზოლირებული და ფიქრობდეს რატომ დამსაჯეთ - რატომ გამაჩინეთ? იქნებ ტრაგედია მისთვის ზუსტად დაბადება გახდეს? იქნებ აიძულო ორგანიზმს იცოცხლოს, აიძულო მოერგოს სტანდარტებს, აიძულო ყოველდღე ებრძოდეს საკუთარ “მე”-ს, გარემოსა და სხვებს, აიძულებდე გაიზარდოს შენი პატარა ასლი - სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული, პატრიოტული, ბიჰევიორისტული, მორალური, მსოფმხედველური, ფობიური, მოტივაციური, ფილოსოფიური, საგვარეულო, ეროვნული, ტრადიციული, ოჯახური და ესთეტიური კლიშეებით გამოუტენო თავი: იქნებ სწორედ ესაა დანაშაული? იქნებ ამ ყველაფერთან შედარებით აბორტი მოწყალებაა? მასტურბაცია - გამოსავალი? 

ხშირად მსმენია, რომ ადამიანი რომელიც თავს იკლავს ყველაზე მხდალი ადამიანია, ყველაზე დიდ სისულელედ მიმაჩნია ეს დამოკიდებულება. სუიციდი ხომ თავისუფლებაა - თავისუფლება ყველაფრისაგან, აბსოლუტური თავისუფლება, გამოსავალი იტანჯო ნაკლები და იხსნა თავი შენი ყველაფრისაგან რაც კი მომავალში გელის, იქნებ სუიციდი ყველაზე პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილებაა გარკვეულ სიტუაციებში? იქნებ სუიციდი ყველაზე დიდი გმირობაა - გადააბიჯო შენს ბაზისურ ინსტინქტს რომელიც ყველანაირად ცდილობს შეგაჩეროს და გაიძულოს იცოცხლო რადაც არ უნდა დაგიჯდეს? იქნებ ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე თავი მოიკლა, ყველაზე გაბედულები და შინაგანად თავისუფალი ადამიანები არიან? იქნებ იმ ადამიანებისათვის თავის დროზე ვინმეს მორალის კითხვა რომ არ დაეწყო - არ მოეთხოვა დაქვემდებარებოდა ყოვლადმიღებულ სტანდარტებს, არ ეიძულებინა ვინმეს დაეთმო საკუთარი თავისუფლება, სიამაყე, დაერღვია საკუთარი სტანდარტები, არ მოეხდინა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ მიეყენებინა შეურაცხყოფა, არ გაეხადა იძულებული ჩაეხშო საკუთარი შინაგანი ხმა, იქნებ ეს ადამიანები მსოფლიოს ცვლიდნენ უკეთესობისაკენ? იქნებ ეს ადამიანები მხსნელად ევლინებოდნენ ვინმეს? იქნებ ამ ადამიანებს კაცობრიობისათვის რაიმე ფასეულობა დაეტოვებინათ იდეებისა ან მაგალითის სახით? იქნებ მათ ისინიც კი ეხსნათ ვინც ისინი ესე მწარედ გასწირა? - გასწირა საკუთარი ძალაუფლებისათვის, განსხვავებულობისათვის, სიძულვილისათვის, ეგრედ წოდებული “სიმართლისათვის”, მორალური ღირებულებებისათვის, სტანდარტებისათვის, სისტემისათვის, ეროვნული ინტერესებისათვის, პოლიტიკური სპეკულაციებისათვის, მოგებისათვის, პრივილეგირებულობისათვის, რწმენისათვის, ნებისათვის ან სურვილისათვის? რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს... გაიმეტა მარტოობისთვის, იზოლაციისთვის, ტკივილისთვის, ჩაგვრისთვის, მონობისათვის, სიყალბისათვის, ფსიქოლოგიური ტრამვებისთვის, შიშისთვის, შფოთვისათვის, თვითგვემისათვის, დეპრესიისთვის და ბოლოს სიკვდილისათვის... 

იცოდე ვის ტანჯავ, ავიწროვებ და ბოლოს სამწუხაროდ - კლავ. იქნებ ერთ დღეს როდესაც შენ ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი დახმარების ხელი გამოეწოდებინა შენთვის? იქნებ სწორედ ის ადამიანი იყო შენთვის კარგი ცვლილებების დასაწყისი? იქნებ იმ ადამიანის სიკვდილით შენ დიდი პოტენციალი გაანადგურე? იქნებ შენი მიზნებისათვის რაღაც უფრო დიადი გასწირე? იქნებ შენს ეგოიზმს რაღაც ისეთი შეეწირა რაც შენც მოგიტანდა სარგებელს? იქნებ შენმა მორალმა ისე დაგაბრმავა რომ ნამდვილი ფასეულობა გადათელე? იქნებ შენმა შიშებმა ამ შიშების დასასრულის მომტანი გასწირა? იქნებ შენმა მსოფმხედველობამ სიმართლის მატარებელი უკანასკნელი პიროვნება მიაბარა მიწას შენივე ქმედებით? იქნებ შენმა ძალაუფლების წყურვილმა ისე დაგაბრმავა რომ ის გაიმეტე ამ ადამიანის სახით რაც შენს ძალაუფლებაზე ძვირფასად მოგჩვენებოდა? იქნებ შენმა სისტემამ ის ერთადერთი ადამიანი მიაბარა მიწას ვინც ამ სისტემის ერთადერთი “წამალი” იყო? იქნებ შენმა სიძულვილმა ისე დაგაბრმავა რომ პოტენციური მეგობარი, ხმარდამჭერი, თანამოაზრე, გვერდში მდგომი, თუნდაც უბრალოდ კარგი რჩევის მომცემი ან შენი მომავალი სიყვარულის ობიექტი ადამიანიც კი გაიმეტა? იქნებ შენმა რელიგიურმა დოგმატურობამ ის ერთადერთი ადამიანი შეიწირა ვინც ნამდვილი “ჭეშმარიტების” და სწორი გზის პოვნაში გეხმარებოდა ცხოვრებაში? იქნებ შენმა მოგების სურვილმა სწორედ ის ადამიანი გაიმეტა ვისაც ნამდვილი მოგების მოტანა შეეძლო? და ბოლოს... იქნებ ჩვენ ყველანი ისეთ ადამიანებს ვიმეტებთ ყოველდღე ჩვენი ქმედებით? უყურადღებობით, აზრების თავზე მოხვევით, ჩვენი უპირატესობის დამტკიცების სურვილით, ძალაუფლების წყურვილით, ჩვენი “სიმართლის” დამტკიცების მცდელობით, სიძულვილით, მორალისტობით, სისასტიკით და ა.შ. იქნებ ჩვენი ბოლო თითქოსდა უწყინარი ქმედება ის უკანასკნელი წვეთია სისასტიკის ოკეანეში რომელიც ადამიანს სუიციდისაკენ უბიძგებს? იფიქრეთ ამაზე... 

პატარა თხოვნა: მორალის კითხვა ნებისმიერ სულელს შეუძლია სხვისთვის, სხვისი პოზიციის გაგება და მხარდაჭერა კი ცოტას, ნაკლებად უკითხეთ ერთმანეთს მორალი, ნაკლებად დააძალეთ რაიმე, ნაკლებად აკრიტიკეთ და მეტად ეცადეთ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, გახსოვდეთ თქვენი ყველა ქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკაზე და თქვენი ყველა ქმედება მისი მომავალი ქმედების წინაპირობაა, ეს ქმედება კი სამწუხაროდ ხანდახან სავალალოა. გაუფრთხილდით ერთმანეთს - ამით საკუთარ თავსაც უფრთხილდებით: რასაც დასთეს იმას მოიმკი. დააფასეთ სხვისი სიცოცხლე არა მანამდე სანამ ის დაიბადება, არამედ დაბადების შემდეგ და ნუ მიიყვანთ ადამიანს თვიმკვლელობამდე... 

ეძღვნება ყველა იმ ძლიერ ადამიანს, ვინც თავი მოიკლა ან ოდესმე დააპირებს ამას. ყველას ვინც არ დააფასეს. ყველას ვინც არ შეიყვარეს. ყველას ვისაც ვერ გაუგეს. ყველას ვისაც სხვის აკვიატებებს, სიძულვილს და სისულელეებს შეეწირა. ყველას ვისაც შინაგანი თავისუფალება მაინც ვერ წაართვეს!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები